"ამბობენ, საქართველოს მოლდოვა და უკრაინა უსწრებენო, ამ მხრივაც გვისწრებენ: 18 პარტიაა აკრძალული უკრაინაში, მოლდოვაში - 6, ასე რომ, ვცდილობთ, დემოკრატიული ინსტრუმენტების მხრივ დავეწიოთ" - შალვა პაპუაშვილი - კვირის პალიტრა

"ამბობენ, საქართველოს მოლდოვა და უკრაინა უსწრებენო, ამ მხრივაც გვისწრებენ: 18 პარტიაა აკრძალული უკრაინაში, მოლდოვაში - 6, ასე რომ, ვცდილობთ, დემოკრატიული ინსტრუმენტების მხრივ დავეწიოთ" - შალვა პაპუაშვილი

უკრაინაში 18 პარტია აიკრძალა, მოლდოვაში 6 და ბრიუსელს ხმა არ ამოუღია - ამ მხრივ ნამდვილად გვისწრებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ დაგეგმილ განხილვებს გამოეხმაურა.

მისი თმით, „კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ, პარტიულ ლანდშაფტში არ არის.“

„მიზანი არის მარტივი, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია, რომ კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ, პარტიულ ლანდშაფტში არ არის. საქართველოს, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყნის კონსტიტუცია აწყობილია პრინციპზე, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს საშუალება დაიცვას საკუთარი თავი და დემოკრატიული ინსტრუმენტები დემოკრატიის მტერმა არ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ თავად დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ. ეს მოქმედებს ყველა ქვეყანაში, ისევე როგორც მოქმედებს საქართველოში

თუ შევხედავთ ჩვენ უახლესი წარსულის გამოცდილებას, ნახავთ, რომ უკრაინაში 18 პარტია აიკრძალა. ერთი სიტყვა არ გვისმენია ჩვენ ბრიუსელიდან ამასთან დაკავშირებით კრიტიკული. მოლდოვაში ორი პარტია აიკრძალა, ერთი სიტყვა არ გვისმენია ჩვენ ამასთან დაკავშირებით კრიტიკული. მეტიც, მოლდოვაში წელს, ივლისში, აიკრძალა ოთხი პარტია, რომელიც ჩაითვალა, რომ იყო მემკვიდრე პარტია ერთ-ერთი აკრძალული პარტიისა და ისინიც აიკრძალა. შეგახსენებთ, რომ ეს ის ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამკვიდრა შარშან კანონში ცვლილებით, მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რომელზეც მაშინაც ვამბობდით, რომ სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს ეს ნორმები და არა მხოლოდ ნორმად მოქმედებს, არამედ პრაქტიკაში მოქმედებს მოლდოვაში, სადაც ახლა, სულ რამდენიმე თვის წინ, ივლისში, აკრძალეს ოთხი პარტია, როგორც ერთ-ერთი, მანამდე აკრძალული პარტიის მემკვიდრე პარტია.

ამბობენ, რომ საქართველოს უსწრებენ მოლდოვა და უკრაინა, ამ მხრივაც გვისწრებენ. 18 პარტიაა აკრძალული იქ [უკრაინაში], ექვსი პარტია მათ შორის მემკვიდრე პარტია არის აკრძალული მოლდოვაში. ასე რომ, ვცდილობთ, რომ დემოკრატიული ინსტრუმენტების მხრივ დავეწიოთ ამ მხრივ უკრაინას და მოლდოვას. ჩვენ წლებია ვაკვირდებით, რომ ჯერ ხელისუფლებაში იყო პარტია, რომელიც კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებდა, შემდეგ ოპოზიციაში გააგრძელა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისივე ყველა დანაყოფით, კონსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალადობით ხელისუფლების დამხობის მცდელობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანი არის ეს პროცესი. კარგია, რომ ჩაინიშნა უკვე პროცესები. ვნახოთ, რა პერიოდი დასჭირდება საკითხის განხილვას“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა