"ამ რეჟიმს ამოვაყირავებთ, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს" - ვახო სანაია დაკავებისას - კვირის პალიტრა

"ამ რეჟიმს ამოვაყირავებთ, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს" - ვახო სანაია დაკავებისას

ამ რეჟიმს ამოვაყირავებთ, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება! - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ დაკავებისას განაცხადა, რომელსაც 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

სანაიას თქმით, ვერანაირი პატიმრობა ვერ შეცვლის ამ სიტუაციას.

„ბოლომდე! ვერანაირი პატიმრობა ვერ შეცვლის ამ სიტუაციას. ჩემი დაკავების მთავარი მიზანია საზოგადოება გაჩუმდეს, საზოგადოება არ გაჩუმდება არასდროს. ამ რეჟიმს ამოვაყირავებთ, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. ჩვენი დევიზია ბოლომდე“, - აღნიშნა სანაიამ.

ცნობისთვის, ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს შეუფარდა. სხდომას არ ესწრებოდა ვახო სანაია, ვინაიდან მიიჩნევს, რომ „პოსტების გამო დევნა აბსურდულია“.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა