"არსად არავინ მიგიღებს, თუ თვითონ არ მიხვედი და თავი არ დაიმკვიდრე." - თემურ ბაბლუანის “სახალხო ინტერვიუ“ - კვირის პალიტრა

"არსად არავინ მიგიღებს, თუ თვითონ არ მიხვედი და თავი არ დაიმკვიდრე." - თემურ ბაბლუანის “სახალხო ინტერვიუ“

Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ მო­რი­გი სტუ­მა­რი იყო კი­ნო­რე­ჟი­სო­რი თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნი. მან მის­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა. გთა­ვა­ზობთ ტე­ლე­ინ­ტერ­ვი­უს სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დე­ბის ელექტრო­ნულ ვერ­სი­ას, ხოლო "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ სრუ­ლი გა­და­ცე­მის ნახ­ვას მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე შეძ­ლებთ.

ნინო:

- მო­გე­სალ­მე­ბით. რო­გორ ხართ და რას საქ­მი­ა­ნობთ ახლა?

- ახლა და­წყე­ბუ­ლი გვაქვს ფილ­მი, რო­მელ­საც "ღრუბ­ლე­ბის იქით“ ჰქვია. გა­და­ვი­ღეთ და­ახ­ლო­ე­ბით 20% და გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო გავ­ჩერ­დით. იმე­დია, იმ თვის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან უკვე გა­ვაგ­რძე­ლებთ გა­და­ღე­ბებს... ამის გარ­და, ახა­ლი წიგ­ნის გა­მო­ცე­მა­საც ვა­პი­რებ - ალ­ბათ წლის ბო­ლოს­კენ გა­მო­ვა.

babluani3-49688-1792407827.jpg

ნუცა:

- მოგ­ვი­ყე­ვით ოჯახ­ზე, სა­დაც და­ი­ბა­დეთ და გა­ი­ზარ­დეთ. გა­იხ­სე­ნეთ დედ-მამა და მათი თქვენ მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა...

- და­ვი­ბა­დე სვა­ნეთ­ში, ჩო­ლუ­რის ხე­ო­ბა­ში, შვიდ წლამ­დე იქ ვიზ­რდე­ბო­დი. მა­მა­ჩე­მი ექი­მი იყო, დე­და­ჩე­მი - მას­წავ­ლე­ბე­ლი (ას­წავ­ლი­და გერ­მა­ნულ­სა და ქი­მი­ას, ორი ფა­კულ­ტე­ტი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი).

1956 წელს გად­მო­ვე­დით თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად. მა­მა­ჩე­მი თბი­ლის­თან ახ­ლოს, სო­ფელ ჯორ­ჯი­აშ­ვილ­ში მუ­შა­ობ­და ექი­მად. მე და ჩემი და დავ­დი­ო­დით სკო­ლა­ში. ვსწავ­ლობ­დი 53-ე სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც დღემ­დე ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლია - როცა ჩა­ვუვ­ლი ხოლ­მე, სევ­და მო­მაწ­ვე­ბა გულ­ზე...

ცოტა ხანს ვე­რა­ზე ვცხოვ­რობ­დით, მერე მთაწ­მინ­და­ზე გა­და­ვე­დით. იქ­დან და­ი­წყო ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ქა­ლაქ­ში და სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფე­რი... მშობ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ, ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი გავზრდი­ლი­ყა­ვით, კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მიგ­ვე­ღო და გვცოდ­ნო­და ღირ­სე­ბე­ბი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ფასი. ჩემს დას­თან უფრო გა­მო­უ­ვი­დათ. ჩემი და პრო­ფე­სი­ით მა­თე­მა­ტი­კო­სია.

გეგა:

- მა­მის მთა­ვა­რი და­რი­გე­ბა თქვენ მი­მართ რა იყო?

- მა­მა­ჩე­მი ძა­ლი­ან კე­თი­ლი კაცი იყო. თა­ვი­სე­ბუ­რი აზრი ჰქონ­და ცხოვ­რე­ბა­ზე. ერთი მი­თხრა, პო­ლი­ტი­კას არ გა­ე­კა­რო და არა­სო­დეს არა­ფე­რი მო­ი­პა­როო...

პარ­ტი­ა­ში არ შევ­სულ­ვარ და არც კომ­კავ­ში­რე­ლი ვი­ყა­ვი. მო­პარ­ვი­თაც ბევ­რი არა­ფე­რი მო­მი­პა­რავს, - ერთხელ ფი­ცა­რი მო­ვი­პა­რე. ფი­ცა­რი ეგდო, ღობე იყო გა­სა­მაგ­რე­ბე­ლი. ვი­სია? ვი­სია? - ვი­კი­თხე. მი­თხრეს, არა­ვი­სიო, ავ­დე­ქი და წა­მო­ვი­ღე, მე­ზო­ბელს ღო­ბის გა­მაგ­რე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე... მო­ვი­და პატ­რო­ნი, - შენ ფი­ცა­რი წა­გი­ღი­აო. კი-მეთ­ქი. წა­მო­ი­ღე უკა­ნო. არა, თვი­თონ წა­ი­ღე-თქო და წა­ი­ღო...

ილი­კო:

- სვა­ნეთ­მა რა მოგ­ცათ და რას ნიშ­ნავს ამ კუ­თხის შვი­ლო­ბა თქვენ­თვის?

- სი­ცო­ცხლე მომ­ცა, იქ გავჩნდი. სვა­ნი ვარ და ამით ვა­მა­ყობ­დი და ახ­ლაც ვა­მა­ყობ. ღირ­სე­ბის გან­ცის პა­ტი­ვის­ცე­მა, რაც სვა­ნებს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად აქვთ, მგო­ნი, ეს მაქვს... სვა­ნუ­რი ენაც ვიცი და მეგ­რუ­ლიც... დე­და­ჩე­მი მეგ­რე­ლი იყო - ჩხო­რო­წყუ­დან...

ანა­ნო:

- სვა­ნუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დამ­ცვე­ლი ხართ?

- ზედ­მი­წევ­ნო­ბა­ში რა იგუ­ლის­ხმე­ბა, არ ვიცი, მაგ­რამ იმ ტრა­დი­ცი­ებს პა­ტივს ვცემ, მომ­წონს და რამ­დე­ნა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, ვი­ცავ კი­დეც და ისე ვცხოვ­რობ. "მო­წო­ნე­ბე­ბი­სად­მი“ მა­ინ­ცდა­მა­ინც მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი არ მაქვს, მაგ­რამ ის წე­სე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ხა­სი­ა­თი ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

განაგრძეთ კითხვა