"ვახოსნაირი გაბედული ათასობით რომ იყოს, რეჟიმი 2 დღეში გაქრებოდა“ - რას წერს ლევან ხაბეიშვილი ვახო სანაიას დაკავებაზე? - კვირის პალიტრა

"ვახოსნაირი გაბედული ათასობით რომ იყოს, რეჟიმი 2 დღეში გაქრებოდა“ - რას წერს ლევან ხაბეიშვილი ვახო სანაიას დაკავებაზე?

“ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლისტ ვახო სა­ნა­ი­ას, რო­მელ­საც 30-დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და, სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს.

რო­გორც ხა­ბე­იშ­ვი­ლი წე­რილ­ში წერს, სა­ნა­ი­ას მსგავ­სი “გა­ბე­დუ­ლი ათა­სო­ბით“ რომ იყოს, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მმარ­თვე­ლო­ბას ჩა­მო­შორ­დე­ბო­და.“რუ­სებ­მა ჯერ აფხა­ზე­თი­დან გა­მო­დევ­ნეს და სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში დევ­ნი­ლად აქ­ცი­ეს, შემ­დეგ უდი­დე­სი ტრა­გე­დია და­ა­ტე­ხეს თავს. ახლა რუ­სე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა არ ას­ვე­ნებს და მუდ­მი­ვად ცდი­ლობს და­ა­ტყვე­ოს, პა­ტიმ­რო­ბა­ში ამ­ყო­ფოს, მას და მის ოჯახს სი­ცო­ცხლე გა­უმ­წა­როს!

მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, მა­მა­ცუ­რად, ვაჟ­კა­ცუ­რად დგას და წა­მით არ იხევს უკან!

სო­ლი­და­რო­ბა ვახო სა­ნა­ი­ას! უპი­რო­ბო პა­ტი­ვის­ცე­მა ჩემ­გან!

სხვე­ბის გამ­კვირ­ვე­ბია... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ვა­ხოს­ნა­ი­რი გა­ბე­დუ­ლი ათა­სო­ბით რომ იყოს... რე­ჟი­მი 2 დღე­ში გაქ­რე­ბო­და!“, - წერს ის.