Victoria's Secret -ის 2026 წლის შოუზე მატილდა გვარლიანმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა - ვიდეო
მოდის ინდუსტრიაში ყველაზე ხმაურიანი და მასშტაბური შოუ, Victoria's Secret Fashion Show კვლავ გაიმართა. "ანგელოზებს" ამჯერად ანგელოზების ქალაქმა, ლოს ანჯელესმა უმასპინძლა.
ამ შოუს, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს და მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ქართველებისთვის, რადგან მის პოდიუმზე კვლავ გამოვიდა ქართველი სუპერმოდელი, მატილდა გვარლიანი.
მატილდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი მოდელია, რომელიც Victoria's Secret-ს შოუზე გამოვიდა.