"აი, ვინმეს რომ ეთქვა, 63 წლის ასაკში წვრილმანი ხულიგნობისთვის დაგიჭერენო... ჰოდა, ამასაც მოვესწარი - შეურაცხყოფა მიმიყენებია თამარ ბაგრატიონისთვის!“ - რას წერს ირინა სარიშვილი?
ირინა სარიშვილის განცხადებით, სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო მას სასამართლოში იბარებენ.
“აი, ვინმეს რომ ეთქვა 63 წლის ასაკში წვრილმანი ხულიგნობისთვის დაგიჭერენო... ჰოდა, ამასაც მოვესწარი: დღეს საქალაქო სასამართლოში ჩამბარდა ოქმი, რომელშიც წერია, რომ შსს-ს ინიციატივით, ა. წ. 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება სასამართლო პროცესი ჩემ წინააღმდეგ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელშიც შეურაცხყოფა მიმიყენებია თამარ ბაგრატიონისთვის (მ.ყ.-ს მეუღლე) და ფბ მომხმარებელ ვინმე ავრორა ბებიასთვის, რითაც გამომიწვევია საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა სიმშვიდის დარღვევა. სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას ან ჯარიმას (პოსტის და კომენტარის სქრინს კომენტარში დავდებ).
არც ვიცი რა ვთქვა", - წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.