"მარჯვენა ხელი და ფეხი პარალიზებული აქვს, ვერც საუბრობს" - 11 წლის ვატო ნარსავიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება - კვირის პალიტრა

"მარჯვენა ხელი და ფეხი პარალიზებული აქვს, ვერც საუბრობს" - 11 წლის ვატო ნარსავიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

11 წლის ვატო ნარ­სა­ვი­ძეს, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობს, გუ­შინ იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში კი­დევ ერთი რთუ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ბავ­შვს შუნ­ტი­რე­ბა დას­ჭირ­და. ექი­მე­ბი მის გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ. ყვე­ლას გვჯე­რა, რომ სი­ცო­ცხლით სავ­სე პა­ტა­რა ბიჭი ამ ურ­თუ­ლე­სი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვა, შვი­ლის თვა­ლებს შემ­ყუ­რე დე­დას მალე სიყ­ვა­რუ­ლით და­უ­ძა­ხებს დე­დას, მალე ჩა­ე­ხუ­ტე­ბა ჩვე­უ­ლი ღი­მი­ლით მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც დღე და ღა­მეს კლი­ნი­კა­ში ატა­რე­ბენ და ლო­ცუ­ლო­ბენ შვი­ლის კარ­გად ყოფ­ნის­თვის.

ოჯახს ისიც გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს, რომ ვა­ტოს სრულ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე საკ­მა­ოდ დიდი გზის გავ­ლა მო­უ­წევს და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად ახ­სოვს 31 აგ­ვის­ტოს თბი­ლის­ში, ბრო­წე­უ­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტი. ე.წ დევ­ნილ­თა კორ­პუ­სის მე­ა­თე სარ­თუ­ლი­დან 28 წლის და­ვით ბა­გაშ­ვი­ლის მიერ ნას­რო­ლი სკა­მი ეზო­ში მყოფ ბავ­შვს თავ­ზე და­ე­ცა. უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ვატო, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ურ­თუ­ლე­სი, 6-სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. 21 დღე ბავ­შვი ურ­თუ­ლეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იწვა.დღეს მშობ­ლე­ბი იმის მო­ლო­დინ­ში არი­ან, თუ რო­დის ალა­პა­რაკ­დე­ბა მათი შვი­ლი, რო­დის აა­მოძ­რა­ვებს ბავ­შვი ხელ-ფეხს და რო­დის და­უბ­რუნ­დე­ბა ცნო­ბი­ე­რე­ბა. ლო­ცუ­ლო­ბენ, რომ ვა­ტომ კვლავ ჩვე­უ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბით და სიყ­ვა­რუ­ლით შეძ­ლოს ცხოვ­რე­ბა. დედა ამ­ბობს, მიკ­ვირს ამ პა­ტა­რა ასაკ­ში ჩემ­მა შვილ­მა ამ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის და­თეს­ვა სა­ი­დან მო­ას­წრო. ვატო ყვე­ლა უყ­ვარს და თვი­თო­ნაც გიჟ­დე­ბა თა­ვის კლა­სე­ლებ­ზე, გუნ­დე­ლებ­ზე და მე­გობ­რებ­ზე. ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და, ყვე­ლას­თვის ესი­ა­მოვ­ნე­ბი­ნა, ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ე­ხა­რე­ბი­ნა. ის ძა­ლი­ან თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლეა ბი­ჭი­აო.

განაგრძეთ კითხვა