"რამდენიმე ათასი ბინაა დაუმთავრებელი, შესაძლოა, თბილისში 40-მდე ასეთი კორპუსი იყოს" - - კვირის პალიტრა

"რამდენიმე ათასი ბინაა დაუმთავრებელი, შესაძლოა, თბილისში 40-მდე ასეთი კორპუსი იყოს" -

"ზოგი ორ­გა­ნი­ზა­ცია ისე­თია, გა­და­სა­ხა­დებს გა­და­უ­ვა­დებ თუ არა, მკვდა­რია და მას ვე­რა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა“, - ასე აფა­სებს "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან“თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი არ­ქი­ტექ­ტო­რი, კომ­პა­ნია "არ­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ირაკ­ლი როს­ტო­მაშ­ვი­ლი. და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის დღგ-სგან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ვა­დის გა­ხან­გრძლი­ვე­ბას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პარ­ლა­მენ­ტმა და­უს­რუ­ლე­ბელ მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბი კი­დევ ერთხელ, 4 წლით გა­და­ა­ვა­და. "სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში“ შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მი­წო­დე­ბი­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო-სა­მონ­ტა­ჟო მომ­სა­ხუ­რე­ბის და­მა­ტე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­და­სა­ხა­დის­გან ჩათ­ვლის უფ­ლე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი ვადა 2029 წლის 1-ელი იან­ვრის ნაც­ვლად, 2033 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე ხან­გრძლივ­დე­ბა.პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, და­მა­ტე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­და­სა­ხა­დის­გან ჩათ­ვლის უფ­ლე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა 2008 წლის აგ­ვის­ტომ­დე და­წყე­ბუ­ლი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მშე­ნებ­ლო­ბა, მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­წო­დე­ბა და მომ­სა­ხუ­რე­ბა, თუ და­ცუ­ლია “სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სით“ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა პი­რო­ბა.

ირაკ­ლი როს­ტო­მაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრო­ცესს სიღ­რმი­სე­უ­ლი შეს­წავ­ლა სჭირ­დე­ბა, რად­გან მი­ღე­ბულ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ შე­საძ­ლოა, სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ა­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს.

მი­სი­ვე თქმით, თუ ქვე­ყა­ნა­ში გა­ჩე­რე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა, ეს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა.

განაგრძეთ კითხვა