"ქალები კვერცხუჯრედებს საზღვარგარეთ ყიდდნენ" - გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, სქე­მა ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­როსს, ალ­ბა­ნეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბა - კვირის პალიტრა

"ქალები კვერცხუჯრედებს საზღვარგარეთ ყიდდნენ" - გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, სქე­მა ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­როსს, ალ­ბა­ნეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბა

თურ­ქეთ­ში ქა­ლე­ბის კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ყიდ­ვის საქ­მე­ზე 39 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის ექი­მე­ბი. თურ­ქე­თის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, აქინ გი­ურ­ლე­ქის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა ეხე­ბა სა­ვა­რა­უ­დო სქე­მას, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ქა­ლებს კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის გა­სა­ყი­დად სა­ზღვარ­გა­რეთ აგ­ზავ­ნიდ­ნენ. საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს და­ახ­ლო­ე­ბით 2 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბის ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, სქე­მა ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­როსს, ალ­ბა­ნეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ვერ­სი­ით, თურ­ქეთ­ში ქა­ლებს წი­ნას­წარ უტა­რებ­დნენ გა­მოკ­ვლე­ვებს და აძ­ლევ­დნენ მე­დი­კა­მენ­ტებს, შემ­დეგ კი ისი­ნი სა­ზღვარ­გა­რეთ, ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ცენ­ტრებ­ში მიჰ­ყავ­დათ.გა­მო­ძი­ე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­თა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ცენ­ტრში - CİMER-ში - შე­სა­ბა­მი­სი შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­და. საქ­მის ფარ­გლებ­ში შე­ის­წავ­ლეს სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რე­ბის, ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის, სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის, სა­ბან­კო გა­და­რი­ცხვე­ბის, ავი­ა­ბი­ლე­თე­ბი­სა და ტვირ­თე­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დად­გინ­და, რომ 41-მა ქალ­მა კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბი ჯამ­ში 811-ჯერ გა­ყი­და.სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი სულ 53 ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და­ი­წყო. მათ შო­რის არი­ან - 41 ქალი, რომ­ლებ­მაც, გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბი გა­ყი­დეს, ორი მეან-გი­ნე­კო­ლო­გი, ექ­ვსი პირი, რომ­ლე­ბიც კო­მერ­ცი­ულ ორ­გა­ნი­ზე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ და ოთხი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც მგზავ­რო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

14 პრო­ვინ­ცი­ა­ში ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად 39 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ერთ-ერთი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი უკვე პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, და­ნარ­ჩე­ნი პი­რე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად კი შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა.

განაგრძეთ კითხვა