"ვატო ყიფიანს მანქანის აფეთქება უნდოდა, სადაც ბავშვი იყო“ - ახალი დეტალები დათო ფეიქრიშვილზე ძალადობასთან დაკავშირებით - კვირის პალიტრა

"ვატო ყიფიანს მანქანის აფეთქება უნდოდა, სადაც ბავშვი იყო“ - ახალი დეტალები დათო ფეიქრიშვილზე ძალადობასთან დაკავშირებით

და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ანო ანა­ნი­აშ­ვი­ლი სა­უბ­რობს. მისი თქმით, სა­ნამ ტყუ­პი ძმე­ბის სა­კან­ში შე­ა­სახ­ლებ­დნენ ვატო ყი­ფი­ანს, ბი­ლა­ნიშ­ვილს და სხვა პა­ტიმ­რებს, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა მოხ­სნეს.

“დათო ცალ­კე იყო სა­კან­ში, სა­დაც კა­მე­რა იყო და უღებ­დნენ. ასე­ვე უღებ­დნენ გო­გა­საც. პა­რას­კევს შე­ა­სახ­ლეს ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი, კა­ჭა­რა­ვა, გო­ცი­რი­ძე და ვატო ყი­ფი­ა­ნი. ოთხ კაც­თან ერ­თად და­ტო­ვეს მარ­ტო. კა­მე­რაც მოხ­სნეს, გა­და­ღე­ბა აღარ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

და­თუ­ნა არის სას­ტი­კად ნა­ცე­მი. დამ­ტვრე­უ­ლი აქვს ყვე­ლა­ფე­რი - თა­ვის ქალა, სახე, ნეკ­ნე­ბი, 4 ნეკ­ნი აქვს დამ­ტვრე­უ­ლი.

მე ვი­თხოვ რომ დათო გა­და­ვი­დეს ცალ­კე კა­მე­რა­ში, იყოს უსაფრ­თხოდ, რად­გან ეს და­პი­რის­პი­რე­ბა ვატო ყი­ფი­ა­ნის მო­გეხ­სე­ნე­ბათ რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­წყო, როცა მან­ქა­ნა უნ­დო­და რომ აე­ფეთ­ქე­ბი­ნა, სა­დაც ბავ­შვი იყო. დიახ, ჩა­ნა­წე­რებ­ში ჩანს, რო­დე­საც სკო­ლი­დან გა­მოჰ­ყავს ბავ­შვი, რომ არ არის პრობ­ლე­მა. გი­ორ­გი 9 წლის იყო.

მე მინ­და რომ ამ ყვე­ლა­ფერს მი­ხე­დონ,“ - აცხა­დებს ანო ანა­ნი­აშ­ვი­ლი “ტვ პირ­ველ­თან“.