კვარაცხელიამ შეიძლება ამ სეზონში ვერ ითამაშოს?! - რა თქვა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე "ბარსელონას“ 4:2 მოუგო და ტურნირის მესამე დაპირისპირებაშიც გამარჯვებული გამოვიდა.
შეგახსენებთ,კვარაცხელია, რომელიც "სლოვანთან“ სათადარიგოთა შორის იყო, "მანჩესტერ სიტისთან“ კი შეცვლაზე შევიდა, ამჯერად ლუის ენრიკემ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ქართველმაც, ტრადიციულად, მშვენივრად ითამაშა, თუმცა, სამწუხაროდ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - მან 58-ე წუთზე ესპარტთან შეჯახებისას მარჯვენა მუხლი დაიზიანა და მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა. ის აკლიუშმა შეცვალა.
როგორც geo team -ი წერს, ხვიჩა კვარაცხელიას MRI-ს დღეს გადაუღებენ "ბარსელონასთან" მიღებული დაზიანების გამო და მისი ტრავმის სიმძიმეც MRI-ს შემდეგ გაირკვევა.