კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობები და ჩრდ. კორეის რეაქცია - კვირის პალიტრა

კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობები და ჩრდ. კორეის რეაქცია

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ კიმ ჩენ ინის “სი­ცო­ცხლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი“ ფო­ტო­ე­ბი მას შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რაც გავ­რცელ­და ცნო­ბე­ბი, თით­ქოს ქვეყ­ნის ლი­დე­რი ტვინ­ში სის­ხლჩაქ­ცე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

00-1792567854.webp

19 ოქ­ტომ­ბერს გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის 42 წლის ლი­დე­რი და მისი 13 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, კიმ ჯუ ე, დე­და­ქა­ლაქ ფხე­ნი­ან­ში ტან­საც­მლი­სა და ფეხ­საც­მლის გა­მო­ფე­ნას ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ.

ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას წინ ჩი­ნე­ლი დი­სი­დენ­ტის, სიე ვან­ძუ­ნის გან­ცხა­დე­ბა უძღო­და, რო­მე­ლიც ყო­ველ­გვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე ამ­ტკი­ცებ­და, რომ კო­რე­ის შრო­მის პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს “ტვინ­ში მძი­მე სის­ხლჩაქ­ცე­ვა და­ე­მარ­თა და კო­მა­ში ჩა­ვარ­და“.

“კიმი პე­კი­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ის გარ­და­იც­ვა­ლა. მისი ცხე­და­რი სა­ი­დუმ­ლოდ გა­და­ას­ვე­ნეს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში, ხოლო გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ასე­ვე სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხა­ვენ“ - და­წე­რა აშშ-ში მოღ­ვა­წე “ჩი­ნე­თის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რემ X - ზე.

განაგრძეთ კითხვა