1 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი და 3000-ზე მეტი გაძარცული ბიზნესი -რა წერია ფრანგული დაზვერვის ანგარიში?!
“საფრანგეთში მომხდარი არეულობა ქვეყნის სადაზღვევო სექტორისთვის პროტესტებით გამოწვეული ზარალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება. ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც მთავრობა ევროკავშირისგან ცდილობს მიიღოს თანხმობა, რომ ქონების დაზღვევა სავალდებულო გახადოს. კერძოდ საუბარია არეულობის დროს დაზიანებული უძრავი ქონების სავალდებულო დაზღვევაზე,“ - ამის შესახებ Financial Times-ი წერს და ანალიტიკური კომპანია Morningstar DBRS-ის მონაცემებს აზიარებს.
არსებული მონაცემებით, მზღვეველების ზარალმა შესაძლოა 1.2 მილიარდ ევროს მიაღწიოს.მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათ საღამოსთვის ქუჩები დამშვიდდა, ექსპერტების თქმით, თუ არეულობა გაგრძელდება, ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება.

Morningstar-ის ანალიტიკოსმა მარკოს ალვარესმა განაცხადა, რომ საფრანგეთში არეულობები თანდათან “სტიქიურ უბედურებებს ემსგავსება“ და ახლა უკვე მოსალოდნელია, რომ მსგავსი ინციდენტები, რომლებიც ასეულობით მილიონი ევროს ზარალს იწვევს, ყოველწლიურად განმეორდეს.
საფრანგეთის ვაჭრობის მინისტრის, სერჟ პაპენის წინასწარი შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 3 000-ზე მეტი ბიზნესი დაზიანდა. თავდასხმების სამიზნე ისეთი ლუქს ბრენდების მაღაზიებიც გახდნენ, როგორიცაა Louis Vuitton და Kenzo.