“მოსამართლეები მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც დაწერილია კრემლში - აგვკრძალავენ? - მაინც გავაგრძელებთ ბრძოლას“ - ანა წითლიძე - კვირის პალიტრა

“მოსამართლეები მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც დაწერილია კრემლში - აგვკრძალავენ? - მაინც გავაგრძელებთ ბრძოლას“ - ანა წითლიძე

წარმოდგენილი სარჩელი არ არის სამართლებრივი, ეს არის პოლიტიკური სარჩელი, რომელიც დაიწერა არა „ქართული ოცნების“ ოფისში, არამედ კრემლში - ჩვენი სტრატეგია იქნება ბრძოლის გაგრძელება. არ არსებობს ძალა, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეაჩერებს ამ პროცესში. აგვკრძალავენ? - მაინც გავაგრძელებთ ბრძოლას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა უნდა დაიწყოს.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, სარჩელი მიმართულია არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, არამედ საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების წინააღმდეგ.

„ამ სარჩელს არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ პროცესთან. არ არის დღეს ეს პროცესი სამართლებრივი და წარმოდგენილი სარჩელიც არ არის სამართლებრივი. ეს არის პოლიტიკური სარჩელი და ეს არის რეალურად ის სარჩელი, რაც დაიწერა არა „ქართული ოცნების“ ოფისში, არამედ კრემლში. სარჩელი მიმართულია არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, არამედ საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაშიც არ უნდა მიეღო ეს სარჩელი, იმიტომ, რომ თავად სარჩელი არის არაკონსტიტუციური. თუ ვინმეს უნდა, რომ ეს პროცესი ვითარდებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ სარჩელით დადგინდეს, რომ 2008 წლის ომი დაიწყო საქართველომ და არა რუსეთმა, ეს არის რუსეთი. სწორედ ეს უნდა დააკანონოს საკონსტიტუციო სასამართლომ. მნიშვნელოვანია ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ასამართლებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „9 წელს“. ეს მათ შორის საქართველოს ისტორიის გადაწერის მცდელობაა.

განაგრძეთ კითხვა