"დაპირისპირების დროს დავით ფეიქრიშვილს ტელეფონის კოდს ვატო ყიფიანი სთხოვდა, რაღაც ინფორმაცია აინტერესებდათ..." - რას აცხადებს ადვოკატი?! - კვირის პალიტრა

"დაპირისპირების დროს დავით ფეიქრიშვილს ტელეფონის კოდს ვატო ყიფიანი სთხოვდა, რაღაც ინფორმაცია აინტერესებდათ..." - რას აცხადებს ადვოკატი?!

დაპირისპირების დროს ვატო ყიფიანი ტელეფონის კოდს სთხოვდა დავით ფეიქრიშვილს. პრინციპის ამბავი იყო და დავით ფეიქრიშვილმა მას არ მისცა ტელეფონის კოდები, - ამის შესახებ ადვოკატმა დავით გოგიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გლდანის ციხეში ე.წ. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელს, ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ასევე ბრალდებულები, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი კიდევ ოთხი პირი.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ამ დროისთვის, დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, კონტაქტურია და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

„დავით ფეიქრიშვილს ხელის მტევანი გაუკერეს, მეორე ხელზე თაბაშირი დაადეს, აქვს წოლითი რეჟიმი, წევს „ვივამედის“ კლინიკაში.

დაპირისპირების დროს ტელეფონიდან კოდს ითხოვდნენ, რაღაც ინფორმაცია აინტერესებდათ, რაც არ არის იმ ტელეფონში. რაღაც ინფორმაცია აინტერესებდათ, უბრალოდ პრინციპის ამბავი იყო და არ მისცა ტელეფონის კოდები. კი, ვატო ყიფიანი სთხოვდა ამ კოდებს“- განაცხადა პაატა გოიაშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, უნდობლობას უცხადებენ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. პაატა გოგიაშვილის თქმით, გამოძიების დაწყებას გენერალური პროკურატურიდან ითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა