უკრაინაში ახალი დიდი სკანდალი იწყება?! - ეროვნული ბანკის შენობაში ჩხრეკა ჩატარდა - კვირის პალიტრა

უკრაინაში ახალი დიდი სკანდალი იწყება?! - ეროვნული ბანკის შენობაში ჩხრეკა ჩატარდა

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ქვეყნის ეროვნული ბანკის შენობაში ჩხრეკა ჩაატარა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით, ჩხრეკა ეროვნული ბანკის შენობასა და ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლის სახლში ჩატარდა.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩხრეკა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის, ანდრეი პიშნის საცხოვრებელ ადგილას ჩატარდა.

„დეტექტივებს არავინ დაუკავებიათ და ბრალი არავისთვის წარუდგენიათ“, - ნათქვამია ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"