“მე მტკიცებით არ მითქვამს, რომ ვინმემ ფული მოიპარა..." - როგორ ეხმიანება დავით ოქიტაშვილი მთავრობის მიერ, პატრიარქის დაკრძალვასთან გაწეული ხარჯების გასაჯაროებას?! - კვირის პალიტრა

“მე მტკიცებით არ მითქვამს, რომ ვინმემ ფული მოიპარა..." - როგორ ეხმიანება დავით ოქიტაშვილი მთავრობის მიერ, პატრიარქის დაკრძალვასთან გაწეული ხარჯების გასაჯაროებას?!

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე, და­ვით ოქი­ტაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ, ილია II-ის დაკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ “სა­ნამ ის და­ი­წყებ­და ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბარს პატ­რი­არ­ქის დაკ­რძალ­ვის­თვის გა­მო­ყო­ფილ თან­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კი­თხვე­ბი უკვე არ­სე­ბობ­და.“

“სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ მინ­და გან­ვუ­მარ­ტო, რა იყო ჩემი კი­თხვე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი და რა­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი.სა­ნამ მე ამ სა­კი­თხზე ხმა­მაღ­ლა და­ვი­წყებ­დი სა­უ­ბარს, პატ­რი­არ­ქის დაკ­რძალ­ვის­თვის გა­მო­ყო­ფილ თან­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი უკვე არ­სე­ბობ­და. ეს კი­თხვე­ბი კულ­ტუ­რის მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრის, თიკა რუ­ხა­ძის მი­მართ იყო დას­მუ­ლი, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი არ ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი.

დიახ, კი­თხვე­ბი იყო და პა­სუ­ხე­ბი - არა!

დღეს კი მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ყო­ფი­ლი 3 მი­ლი­ო­ნი ლა­რი­დან რე­ა­ლუ­რად 722 645 ლარი და­ი­ხარ­ჯა, ხოლო 2 277 355 ლარი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში დაბ­რუნ­და.

ძა­ლი­ან კარ­გი, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ბო­ლო­ოდ გახ­და ცნო­ბი­ლი!

მაგ­რამ მაქვს ლე­გი­ტი­მუ­რი კი­თხვა: რა­ტომ არ გა­სა­ჯა­როვ­და ეს ინ­ფორ­მა­ცია მა­ნამ­დე? რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო ამ სა­კი­თხზე ჩემი ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას პა­სუ­ხე­ბი მი­ე­ღო?

რო­დე­საც ქუ­ჩა­ში გე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ შენი პარ­ტი­ის მი­ნის­ტრმა პატ­რი­არ­ქის დაკ­რძალ­ვის ფული მო­ი­პა­რა, სწო­რედ ეს იყო ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი!

დიახ, ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო ასე­თი მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბის უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვე­ბა.

და ახლა მინ­და მივ­მარ­თო იმ ადა­მი­ა­ნებ­საც, რომ­ლე­ბიც ჩემს გან­ცხა­დე­ბებს ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ელო­დე­ბოდ­ნენ და ცდი­ლობ­დნენ, ჩემი კი­თხვე­ბი ვინ­მეს წი­ნა­აღ­მდეგ პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლად წარ­მო­ე­ჩი­ნათ.

განაგრძეთ კითხვა