კესარია მგელაძე ჭადრაკში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია! - კვირის პალიტრა

კესარია მგელაძე ჭადრაკში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს, ქართველმა სპორტსმენმა, კესარია მგელაძემ ესპანეთში გამართულ 17 წლამდე ასაკის გოგნათა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ვრცხლის მედალი მოიპოვა.

“ესპანეთში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 17 წლამდე ასაკის გოგონათა შორის კესარია მგელაძემ 11-დან 9,5 ქულა დააგროვა, პირველობა გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლის მედალს დასჯერდა

გილოცავთ, კესარია! ვამაყობთ შენი წარმატებით და გისურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას!“ - წერს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია სოციალურ ქსელში

ასპარეზობაში 82 ქვეყნის 721 მოჭადრაკე მონაწილეობდა, აქედან საქართველოს სახელით წარმოდგენილი იყო 12 სპორტსმენი.