“ვიცი, როგორი გული გაქვს... რამდენი ძალა იმალება შენში“ - ნიცა თავაძის ემოციური წერილი ხვიჩა კვარაცხელიას - კვირის პალიტრა

“ვიცი, როგორი გული გაქვს... რამდენი ძალა იმალება შენში“ - ნიცა თავაძის ემოციური წერილი ხვიჩა კვარაცხელიას

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის კა­პი­ტანს და პსჟ-ს ვარ­სკვლავს მისი მე­უღ­ლე, ნიცა თა­ვა­ძე ამ­ხნე­ვებს.

გუ­შინ, პსჟ-ბარ­სე­ლო­ნას თა­მა­შის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას “კვა­რამ“ ტრავ­მა მი­ი­ღო და მო­ედ­ნის და­ტო­ვე­ბა დრო­ზე ადრე მო­უ­წია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი დი­აგ­ნო­ზიც გა­ირ­კვა - ფეხ­ბურ­თელს ჯვა­რე­დი­ნი იოგი აქვს გა­წყვე­ტი­ლი და ოპე­რა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბა.

რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია კი საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი - 7-დან 9 თვემ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნულს გა­მო­ეხ­მა­უ­რა თა­ვად ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია და გულ­შე­მატ­კივ­რებს მი­მარ­თა, რომ “მზად არის ეს თვე­ე­ბი შრო­მა­ში, ტკი­ვილ­ში, ცრემ­ლებ­ში გა­ა­ტა­როს.“ ის პი­რო­ბას დებს რომ მო­ე­დან­ზე ორ­მა­გად ძლი­ე­რი დაბ­რუნ­დე­ბა.

ნიცა თა­ვა­ძე მე­უღ­ლეს ემო­ცი­უ­რი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავს:

1-59003-1792586753.jpg

“ჩვენ ერ­თად ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­მო­ვი­ა­რეთ, აღ­ვნიშ­ნეთ ისე­თი მო­მენ­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც ოდეს­ღაც მხო­ლოდ ოც­ნე­ბა შეგ­ვეძ­ლო, და გა­დავ­ლა­ხეთ სირ­თუ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც გზა­დაგ­ზა უფრო ძლი­ე­რე­ბი გაგ­ვხა­და. მაგ­რამ მე ვიცი, რომ ადა­მი­ა­ნის სიძ­ლი­ე­რის ნამ­დვი­ლი სა­ზო­მი ის არ არის, რო­გორ დგას ის მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის, არა­მედ ის, თუ რო­გორ დგე­ბა ფეხ­ზე მა­შინ, როცა ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა­ზე რთულ გან­საც­დე­ლებს უმ­ზა­დებს.

მე სა­კუ­თა­რი თვა­ლით მი­ნა­ხავს შენი თავ­გან­წირ­ვა, დის­ციპ­ლი­ნა, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა და ის უთ­ვა­ლა­ვი ბრძო­ლა, რო­მელ­საც ჩუ­მად გა­დი­ო­დი, რათა დღე­ვან­დე­ლი ადა­მი­ა­ნი გამ­ხდა­რი­ყა­ვი. მე ვიცი, რო­გო­რი გული გაქვს, რო­გო­რი ხა­სი­ა­თი და რამ­დე­ნი ძალა იმა­ლე­ბა შენ­ში. და ისიც ვიცი, რომ ვერ­ცერ­თი დაბ­რკო­ლე­ბა, ვერ­ცერ­თი მარ­ცხი და ვერ­ცერ­თი რთუ­ლი პე­რი­ო­დი ვერ წა­გარ­თმევს იმას, რაც აქამ­დე შე­გიქ­მნია.

ზოგ­ჯერ ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა­ზე ძლი­ერ ადა­მი­ა­ნებ­საც ისეთ გან­საც­დე­ლებს უმ­ზა­დებს, რო­გორ­საც ისი­ნი არას­დროს ელოდ­ნენ. მაგ­რამ მთე­ლი გუ­ლით მჯე­რა, რომ ეს მო­მენ­ტიც ჩვე­ნი სა­ო­ცა­რი ის­ტო­რი­ის კი­დევ ერთი ნა­წი­ლი გახ­დე­ბა. ერთ დღეს უკან მო­ვი­ხე­დავთ და ამ პე­რი­ოდს გა­ვიხ­სე­ნებთ არა იმით, თუ რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო ის, არა­მედ იმით, თუ რამ­დე­ნი ძალა დაგ­ვჭირ­და მის გა­და­სა­ლა­ხად.

განაგრძეთ კითხვა