მიხეილ სააკაშვილი ძმებ ფეიქრიშვილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი ძმებ ფეიქრიშვილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“გაფრ­თხი­ლებ­დით მე ივა­ნიშ­ვი­ლი “ბესპრე­დელ­ში­კია“-მეთ­ქი და უმ­რავ­ლე­სო­ბას ეს გა­და­ჭარ­ბე­ბა ეგო­ნა - იხი­ლეთ რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა “ბესპრე­დე­ლი“. ამით ყვე­ლას ეუბ­ნე­ბა - “ჯერ ცი­ხე­ში ჩაგ­სვამთ და მერე იქ იქ­ნე­ბით ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლიო” და ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია“,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე-3 პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გლ­და­ნის ცი­ხე­ში ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გე­ნელს, ბრალ­დე­ბულ და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ ასე­ვე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ვატო ყი­ფი­ა­ნი კი­დევ ოთხი პირი.

მისი თქმით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ძმებ ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის წე­რი­ლე­ბი ცი­ხი­დან არ მო­ე­წო­ნა, ამი­ტომ ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის უახ­ლო­ეს სა­მე­გობ­როს უთხრა, რომ ეს ამ­ბა­ვი მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნათ.“ჩემ­თვის უკვე დღე­სა­ვით ნა­თე­ლია თუ რა მოხ­და. ივა­ნიშ­ვილს არ მო­ე­წო­ნა ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის წე­რი­ლე­ბი ცი­ხი­დან. ბე­რას უახ­ლო­ეს სა­მე­გობ­როს, კაწ­როს და ყი­ფი­ანს უთხრეს, რო­გორც გინ­დათ ისე მო­აგ­ვა­რეთ ეს ამ­ბა­ვიო. ამა­თაც მიგ­ვიშ­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლებ­თან და მერე ჩვენ ვი­ცი­თო.

დად­გეს ვა­კის პარ­კის კა­ფე­ში ძა­ლი­ან ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სცე­ნა ვი­თომ ჩხუ­ბის. დად­გმუ­ლი რო­მაა კად­რებ­შიც კარ­გად ჩანს. მერე ესე­ნი ვი­თომ და­ი­ჭი­რეს, მი­უშ­ვეს ცი­ხე­ში და იქ სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ ივა­ნიშ­ვი­ლის გაბ­რა­ზე­ბულ ფე­იქ­რიშ­ვი­ლებს, რო­მელ­თა სა­კან­ში რა­ტომ­ღაც სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა არ აღ­მოჩ­ნდა, მა­შინ როცა ასე­თი კა­მე­რა აყე­ნია სის­ტე­მის უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა სა­კან­ში, ამ ერ­თის გარ­და.

განაგრძეთ კითხვა