"ნემსა, მიყვარხარ და მომენატრები" - შოთა არველაძე გიორგი ნემსაძეს ემშვიდობება - კვირის პალიტრა

"ნემსა, მიყვარხარ და მომენატრები" - შოთა არველაძე გიორგი ნემსაძეს ემშვიდობება

ფეხბურთელი შოთა არველაძე მეგობარ გიორგი ნემსაძეს ემშვიდობება:

"ნემსა, მიყვარხარ და მომენატრები" - წერს სპორტსმენი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გიორგი ნემსაძის გარდაცვალების მიზეზი.გიორგი ნემსაძე ბოლო პერიოდში საქართველოს 18-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“, 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“, 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“, ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“, თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი.