"ჩემი ნებით როგორ წავიდოდი დინამოდან თბილისელი, ნახალოვკელი კაცი?!" - გიორგი ნემსაძის ინტერვიუ არქივიდან - კვირის პალიტრა

"ჩემი ნებით როგორ წავიდოდი დინამოდან თბილისელი, ნახალოვკელი კაცი?!" - გიორგი ნემსაძის ინტერვიუ არქივიდან

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი კა­პი­ტა­ნი გი­ორ­გი ნემ­სა­ძე 54 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა გახ­და გი­ორ­გი ნემ­სა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი.

გი­ორ­გი ნემ­სა­ძე ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს 18-წლამ­დელ­თა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის პოსტს იკა­ვებ­და.1988-1991 წლებ­ში და 1993-1995 წლებ­ში თა­მა­შობ­და თბი­ლი­სის „დი­ნა­მო­ში“, 1991-1992 წლებ­ში ლან­ჩხუ­თის „გუ­რი­ა­ში“, 1992-1993 წლებ­ში თბი­ლი­სის „შე­ვარ­დენ­ში“, ასე­ვე გა­მო­დი­ო­და გერ­მა­ნი­ის „ჰამ­ბურ­გში“, თურ­ქე­თის „ტრაბ­ზონ­სპორ­ში“, შვე­ი­ცა­რი­ის „გრა­სჰო­პერსში“, იტა­ლი­ურ „რე­ჯა­ნა­ში“, თბი­ლი­სის „ლო­კო­მო­ტივ­ში“, იყო შოტ­ლან­დი­უ­რი „დან­დის“ კა­პი­ტა­ნი, კა­რი­ე­რა „დი­ნა­მო­ში“ და­ა­ას­რუ­ლა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში 1992-2004 წლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს 69 მატ­ჩი.

Lelo.ge-ს არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა გი­ორ­გი ნემ­სა­ძეს­თან ინ­ტერ­ვიუ მისი ცხოვ­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც ჩვენს მკი­თხველს გი­ზი­ა­რებთ:გალა ბურ­თი

- რო­დის შე­მო­ვი­და ფეხ­ბურ­თი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ამა­ზე ზუს­ტი პა­სუ­ხი არ მაქვს. არ მაქვს განა იმი­ტომ, რომ არ მახ­სოვს, არა­მედ იმი­ტომ, რომ ბურ­თი ად­რე­უ­ლი ბავ­შვო­ბი­დან­ვე იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში...

მა­მა­ჩე­მის მე­გო­ბა­რი თა­მაზ სუ­ხაშ­ვი­ლი, ჩემი ნათ­ლია, მა­ნე­ბივ­რებ­და ძა­ლი­ან. ყო­ველ და­ბა­დე­ბის დღე­ზე "გალა ბურთს" მჩუქ­ნი­და. მა­შინ იყო ბურ­თე­ბი, მაგ­რამ ეს "გალა ბურ­თი" თა­ვი­სი ხა­რის­ხით გა­მორ­ჩე­უ­ლი გახ­ლდათ. ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო ხოლ­მე ეს ჩემ­თვის...

სხვა­თა შო­რის, ჩემს და­ბა­დე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთ სა­ხა­ლი­სო ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებ, რო­მე­ლიც არას­დროს არა­ვის­თვის მო­მი­ყო­ლია. ალ­ბათ იმი­ტო­მაც, რომ არა­ვის უკი­თხავს ასე გა­მორ­ჩე­ვით. მხო­ლოდ მა­შინ, როცა აზრში ჩავ­ვარ­დი და, ასე ვთქვათ, ჭკუა მო­მე­კი­თხე­ბო­და, გა­ვი­გე, რომ ჩემი და­ბა­დე­ბის დღე 10 მა­ისს იყო. არა­და, სულ 9 მა­ისს მიხ­დიდ­ნენ და­ბა­დე­ბის დღეს იმი­ტომ, რომ დას­ვე­ნე­ბის დღე იყო...

ამ­ბობ­დნენ, ნო­დარ ახალ­კაც­მა ჩა­მო­ი­ა­რაო...- ფეხ­ბურთზე ჩემს მის­ვლას სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია უკავ­შირ­დე­ბა. ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში ნი­ჭი­ერ ბავ­შვებს ეძებ­და ჟანი ლეჟა­ვა - ძა­ლი­ან კარ­გი, ფეხ­ბურთზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. და­დი­ო­და ეს კაცი და ცდი­ლობ­და, სა­ინ­ტე­რე­სო ბი­ჭე­ბი შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნა.

ჟანი მსუ­ქა­ნი კაცი იყო და ამი­ტო­მაც ჭორი და­დი­ო­და მა­შინ - თვით ნო­დარ ახალ­კა­ცი და­დის და ეძებს ბავ­შვებ­სო. ასე იყო თუ ისე, ჟა­ნის რჩე­ულ­თა შო­რის მოვ­ხვდი. მა­შინ 6 წლის ვი­ყა­ვი და ჩემს ბედ­ნი­ე­რე­ბას სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და.

მერე მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­ვე­დი სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა "ფე­ი­ქარ­ში", რო­მე­ლიც მა­შინ 35-ე სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლის ერ­თგვა­რი ფი­ლი­ა­ლი გახ­ლდათ. ვანო შუდ­რა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და იმ სკო­ლას, ახ­ლოს იყო მა­მას­თან ძა­ლი­ან. ვარ­ჯი­შებს ვე­ღარ ატა­რებ­და, მაგ­რამ რუ­დუ­ნე­ბით უვ­ლი­და ყვე­ლა­ფერს...

გა­ვიხ­სე­ნებ პირ­ველ წარ­მა­ტე­ბა­საც. მა­შინ "ტყა­ვის ბურ­თის" პრიზ­ზე იყო თა­მა­შე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად ვი­თა­მა­შეთ და სა­კავ­ში­რო მას­შტა­ბით მე-5 ად­გილ­ზე გა­ვე­დით. ეს უკვე იყო წარ­მა­ტე­ბა. მარ­თა­ლია, ლო­კა­ლუ­რი, მაგ­რამ მა­ინც.

თეთ­რა­ძე და კი­ურ­ჯი­ე­ვი- ჩვენ­მა ბავ­შვო­ბამ ერ­თმა­ნე­თის მხარ­დამ­ხარ ჩა­ი­ა­რა. ომარ თეთ­რა­ძე და ან­დრო კი­ურ­ჯი­ე­ვი წარ­მო­შო­ბით ბერ­ძნე­ბი არი­ან. თა­ვის დრო­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რივ ნაკ­რე­ბებ­შიც უთა­მა­ში­ათ და ყვე­ლამ იცის, რა დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბიც იყ­ვნენ.

მერე ომა­რი რუ­სე­თის ნაკ­რებ­ში თა­მა­შობ­და, ან­დრო კი სა­ბერ­ძნე­თის პირ­ველ გუნდში. სა­ბერ­ძნეთ­ში ან­დრე­ას ნი­ნი­ა­დი­სი გახ­და და დიდი სა­ხე­ლი მო­იხ­ვე­ჭა. ალ­ბათ, ბევ­რს ახ­სოვს სა­ბერ­ძნე­თის ნაკ­რებ­თან გა­მარ­თუ­ლი თბი­ლი­სუ­რი შეხ­ვედ­რა. თუ არ ვცდე­ბი, 84 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­გებ­დით ამ თა­მაშს და ბო­ლოს წა­ვა­გეთ. შე­სა­ნიშ­ნა­ვად ითა­მა­შა ნი­ნი­ა­დის­მა ის თა­მა­ში, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ნა­პი­რო­ბა მატ­ჩის შე­დე­გი. არა­და, მა­შინ­დე­ლი სა­ბერ­ძნე­თის ნაკ­რე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბით იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. თუნ­დაც, გა­მორ­ჩე­უ­ლი ფორ­ვარ­დი, ნი­კოს მახ­ლა­სი რად ღირს...

ახლა რომ ვუ­ფიქ­რდე­ბი, შე­საძ­ლოა, ყი­ფი­ან­მა ეს ნა­ბი­ჯი ამი­ტო­მაც გა­დად­გა...- მა­შინ ცოტა სხვა დრო იყო - ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ბი­ჭის მთა­ვა­რი სა­ფეხ­ბურ­თო ოც­ნე­ბა თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში" მოხ­ვედ­რა იყო. იქამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გერ­მა­ნულ ტურ­ნირ­ზე ვი­ყა­ვი და ძა­ლი­ან ძლი­ერ გუნ­დებს ვე­თა­მა­შეთ იქ - "ბა­ი­ერნს", "ფე­ი­ე­ნო­ორდს" და სხვებს.

ფი­ნალ­ში 11-მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ა­ში მო­ვუ­გეთ ჩე­ხე­თის ნაკ­რებს. თუ არ ვცდე­ბი, მერე ის გუნ­დი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, ან მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და, ახლა ზუს­ტად აღარ მახ­სოვს... გერ­მა­ნი­ი­დან რომ ჩა­მო­ვე­დით, აე­რო­პორ­ტში გა­ირ­კვა, რომ "დი­ნა­მოს" ავ­ყავ­დი. მა­მამ მან­ქა­ნა­ში ჩამ­სვა და მი­თხრა - აქამ­დე ერ­თად მო­ვე­დით და აწი შენ უნდა იარო წინო!.. გა­მაჟ­რი­ა­ლა მა­ში­ნაც და ახ­ლაც მაჟ­რი­ა­ლებს, ამას რომ გიყ­ვე­ბით. "დი­ნა­მო" მარ­თლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო ჩვენ­თვის...

"დი­ნა­მოს" დუბ­ლებ­ში პირ­ვე­ლი თა­მა­ში დღე­ვან­დე­ლი­ვით მახ­სოვს. ეს იყო მატ­ჩი დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის "დნეპრთან". მე­გო­ნა, კარ­გად დავ­რბო­დი, მაგ­რამ ეს მითი ედუ­არდ სონ­მა და­ამ­სხვრია. სონი ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, "დნეპ­რის" ერთ-ერთი ლი­დე­რი... უბ­რა­ლოდ, არ ვიცი, ფორ­მა­ში შე­დი­ო­და, დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია ჰქონ­და თუ სხვა რამ იყო, მაგ­რამ იმ დღეს დუბ­ლებ­ში ითა­მა­შა და, რომ იტყვი­ან, სის­ხლი გა­მიშ­რო!.. იმ­დე­ნი ირ­ბი­ნა!.. მე­რეც არ მი­ნა­ხავს ბევ­რი ფეხ­ბურ­თე­ლი, ასე სწო­რად და ამ­დე­ნი რომ ერ­ბი­ნა...

1989 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ჩემი დე­ბი­უ­ტიც შედ­გა "დი­ნა­მოს" მთა­ვარ გუნდში. დათო ყი­ფი­ან­მა ასე გა­და­წყვი­ტა - დო­ნეც­კის "შახ­ტი­ორ­თან" გას­ვლით შეხ­ვედ­რა­ში შე­მიშ­ვა. ახლა რომ ვუ­ფიქ­რდე­ბი, იმი­ტომ გა­ა­კე­თა ეს, რომ მომ­დევ­ნო, თბი­ლი­სურ თა­მაშს უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლი შევ­ხვედ­რო­დი.

და­თო­ზე ცალ­კე მინ­და ვთქვა - ის ჩემი მწვრთნე­ლიც იყო, მას­წავ­ლე­ბე­ლიც და უფ­რო­სი მე­გო­ბა­რიც... მარ­თლა ყვე­ლა­ფე­რი იყო... ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც დიდ ფეხ­ბურთში გა­მიხ­სნა გზა, აღა­რაა ჩვენს შო­რის. გა­ა­ნათ­ლოს მათი სული ღმერ­თმა!..

მერე იყო ერევ­ნის "არა­რატ­თან" თბი­ლი­სუ­რი შეხ­ვედ­რა. გოლი შე­ვად­გე და მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლიც გავ­ხდი. ახლა რომ ვუკ­ვირ­დე­ბი, მა­შინ ბევ­რმა ჩემ­ზე კარ­გად ითა­მა­შა. ეგაა, ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის დიდი წა­ხა­ლი­სე­ბა იყო ის პრი­ზი და, ალ­ბათ, ამი­ტო­მაც გად­მომ­ცეს...

თბი­ლი­სე­ლი, ნა­ხა­ლოვ­კე­ლი კაცი ჩემი ნე­ბით წა­ვი­დო­დი დი­ნა­მო­დან?!- მერე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის მოგ­ვად­გა კარს. ლე­სე­ლი­ძე­ში ვემ­ზა­დე­ბო­დით საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პირ­ვე­ლო­ბის­თვის. თან, ყუ­რა­დღე­ბით ვა­დევ­ნებ­დით თვალს თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს. და­ფუძნ­და სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია, გა­და­წყდა ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩა­ტა­რე­ბა. ჩვენც ნა­ად­რე­ვად წა­მო­ვე­დით შეკ­რე­ბი­დან...

"დი­ნა­მო­დან" წას­ვლა? ჩემი ნე­ბით რო­გორ წა­ვი­დო­დი "დი­ნა­მო­დან" თბი­ლი­სე­ლი, "ნა­ხა­ლოვ­კე­ლი" კაცი?! მა­შინ ასე მოხ­და: ყვე­ლამ კარ­გად იცის, რეზო ძო­ძუ­აშ­ვილს გარ­თუ­ლე­ბა ჰქონ­და იმ ფეხ­ბურ­თე­ლებ­ზე, ად­რე­ულ ასაკ­ში რომ მოჰ­ყავ­დათ ცოლი. ეს მისი პრინ­ცი­პი იყო და წყე­ნით სუ­ლაც არ ვიხ­სე­ნებ ამას...

მი­ვე­დი "მი­ხი­ჩას­თან" და ვუ­თხა­რი - კაცო, ადრე მა­ინც გეთ­ქვა, ან გა­დავ­წევ­დი ქორ­წილს, ან რა­ღა­ცას ვი­ზამ­დი-მეთ­ქი... მოყ­ვა­ნილ ცოლს ხომ აღარ გა­ვუშ­ვებ­დი (იცი­ნის)?!. მა­შინ ჩემ­თან მო­ვიდ­ნენ ლან­ჩხუ­თის "გუ­რი­ას" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მეც წა­ვე­დი "გუ­რი­ა­ში". ახ­ლაც ასე მჯე­რა: ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თელ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ითა­მა­შოს, მისი სკამ­ზე ჯდო­მა არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა!..

სრუ­ლი ინ­ტერ­ვიუ