“საქართველოდან ზოგიერთი სასმელის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები მიზნობრივია, არანაირი პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს“ - მარია ზახაროვა - კვირის პალიტრა

“საქართველოდან ზოგიერთი სასმელის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები მიზნობრივია, არანაირი პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს“ - მარია ზახაროვა

საქართველოდან ზოგიერთი სასმელის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები მიზნობრივია, არანაირი პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მარია ზახაროვამ რუსეთში რიგი ქართული სასმელების შეტანის აკრძალვის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის („როსპოტრებნადზორი“) კომპეტენციის ნაწილია.

„დაწესებული შეზღუდვები მიზნობრივია. ვხედავთ, როგორ ცდილობენ სრულიად რუტინული პროცედურიდან რაღაც პოლიტიკური ფაქტორების შექმნას და სპეკულირებას. აქ არაფრის ძებნა საჭირო არ არის. არანაირი პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს. არსებობს გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც გადაეცათ მათ, ვისაც ეს პროდუქცია შემოჰქონდა.

განაგრძეთ კითხვა