როგორი ამინდი იქნება საქართველოში 23 ოქტომბერს?!
სინოპტიკოსის პროგნოზით, 23 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი მცირე ნალექი შენარჩუნდება. ტემპერატურა კვირის ბოლოს დასავლეთ საქართველოში 26-27 გრადუსამდე მოიმატებს.
ოქტომბრის თბილი და სასიამოვნო დღეების შემდეგ საქართველოში ამინდი შეიცვალა - ქვეყნის უმეტეს ნაწილში წვიმს და ტემპერატურაც შედარებით დაბალია. როდის გამოიდარებს, როგორი ამინდია მოსალოდნელი დედაქალაქში და როდის მოიმატებს ტემპერატურა? ამის შესახებ Ambebi.ge-ს სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი ესაუბრა
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში?- დღეს საქართველოში წვიმიანი დღეა, განსაკუთრებით - აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა ნალექია მთიან რაიონებსა და დასავლეთ საქართველოშიც. დღევანდელი დღე ასეთი წვიმიანი იქნება.