იმედი L და Travelity ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ბიზნესის მართვის ახალ შესაძლებლობებს გააცნობენ
იმედი L პარტნიორი ტურისტული კომპანიებისა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრებისთვის პრაქტიკული ციფრული ინსტრუმენტების გაცნობას განაგრძობს. ონლაინ შეხვედრების სერიის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, რომლებიც ტურისტული ბიზნესის ყოველდღიური პროცესების მართვას ამარტივებს და სამუშაო დროის უფრო ეფექტიანად გამოყენებაში ეხმარება.
27 ოქტომბერს, 16:00 საათზე, Travelity-ის გუნდი მონაწილეებს ციფრულ პლატფორმას გააცნობს, რომელიც ტუროპერატორებს, ტურისტულ სააგენტოებსა და DMC კომპანიებს ტურების, სამოგზაურო პაკეტებისა და ჯავშნების ერთ სივრცეში მართვის შესაძლებლობას აძლევს.
პლატფორმა მომხმარებლების შესახებ ინფორმაციასა და მათთან კომუნიკაციას აერთიანებს და ამარტივებს ტრანსფერების, განთავსებების, გიდებისა და მძღოლების კოორდინაციას. პლატფორმაში ჩაშენებული ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტი კი მოგზაურებს შესაფერისი მარშრუტების შერჩევასა და ჯავშნის გაფორმების პროცესში ეხმარება.
„იმედი L-ის გუნდისთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორებს არა მხოლოდ სადაზღვევო მომსახურება შევთავაზოთ, ასევე ხელი შევუწყოთ თანამედროვე მიდგომებისა და ციფრული ინსტრუმენტების დანერგვაშიც. გვჯერა, რომ ამგვარი თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებს ახალი იდეების განხორციელებასა და საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვაში დაეხმარება“ - აცხადებენ იმედი L-ში.
ვებინარი „როგორ გავამარტივოთ ტურისტული ბიზნესის მართვა?“ ინგლისურ ენაზე, Google Meet-ის პლატფორმაზე გაიმართება. იმედი L-ის პარტნიორი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს რეგისტრაცია შეუძლიათ ბმულზე: imedil.info/imediL-webinar.
იმედი L ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს და პარტნიორებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საქმიანობის გაუმჯობესების ახალ შესაძლებლობებს გააცნობს.
(R)