“ამ პროფესიას კიდევ რა მოაქვს? ერთგვარი სიძლიერე, შენს სიტყვას ფასი აქვს, შენ თვითონ გაქვს ფასი“ - ნინუცა ორჯონიკიძე წარმატებულ კარიერაზე საუბრობს - კვირის პალიტრა

“ამ პროფესიას კიდევ რა მოაქვს? ერთგვარი სიძლიერე, შენს სიტყვას ფასი აქვს, შენ თვითონ გაქვს ფასი“ - ნინუცა ორჯონიკიძე წარმატებულ კარიერაზე საუბრობს

ჟურნალისტი, მოდელი და სოციალური ქსელების პოპულარული სახე ნინუცა ორჯონიკიძე საზოგადოებას პროფესიულ საქმიანობასთან ერთად მოგზაურობის შთაბეჭდილებებსაც უზიარებს. მისი გამომწერები ხშირად სწორედ ნინუცას თვალით ეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის უნიკალურ კულტურას, ტრადიციებსა და თავისებურებებს. ყოფილი ტელეწამყვანი და ბლოგერი, საკუთარ კარიერასა და განვლილ გზაზე საუბრობს:

“რატომ მინდა ამის მოყოლა? იმიტომ, რომ სინამდვილეში ყველა ხედავს იმას, რაც ყველაფერი 31 წლის ასაკში დაიწყო. არადა, მანამდე რაც ხდებოდა, გაცილებით მნიშვნელოვანია. 31 წლისთვის უკვე მზად ვიყავი, რადგან კომფორტის ზონიდან გამოსვლა 15 წლის ასაკში დავიწყე, როდესაც ამერიკულ აკადემიაში გადავედი. მიმოვიხედე და ვხედავდი, რომ კარგი სამეგობრო წრე მყავდა, კარგი ოჯახიდან ვიყავი და, პრინციპში, არაფერი ისეთი არ უნდა გამეკეთებინა, რასაც ვაკეთებდი. ვიცოდი, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხვაში დამეხმარებოდნენ, სერიოზულად სწავლაც რომ არ დამეწყო, და, ასე თუ ისე, ცხოვრებაში რაღაც გზა მაინც მექნებოდა.

15 წლის ასაკში რომ მეცადინეობა დავიწყე, თავი მოვიკალი, სანამ არ ჩავაბარე. ზუსტად იმავე სითავხედით ვმოქმედებდი, თუმცა, რეალურად, წარმოდგენაც არ მქონდა, რას უნდა მოვჭიდებოდი, სანამ ინგლისურის გამოცდა არ ჩავაბარე. ინგლისურის ჩაბარების შემდეგაც თავი მოვიკალი სწავლაში, სანამ TOEFL-ის გამოცდა არ ჩავაბარე. ეს ჩემთვის ნიშნავდა, რომ მიზანს მივაღწიე. სწავლა უმაღლესი შეფასებებით დავასრულე, ფინანსები შევისწავლე და შემდეგ, რაც კი სტაჟირების შესაძლებლობა არსებობდა, საბანკო სისტემაში ყველაფერი მოვიარე. ერთი წელი TBC-შიც ვიმუშავე ყველგან ვცადე საკუთარი ძალები.

11-1792675758.jpg

პირველად სამუშაოდ რომ წავედი, 14 წლის ვიყავი. მამას ვთხოვე: „ძალიან, ძალიან მინდა მუშაობა და დამეხმარე, სადმე რომ დავიწყო-მეთქი“. მამამ თავისი მეგობრის კომპანიაში მომაწყო. რაღაც ტურისტული კომპანია იყო და ჩემი ერთადერთი საქმე პასპორტის მონაცემების ფურცელზე გადატანა გახლდათ.

ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან რთული იყო, რადგან არც თავდაჯერებულობა მქონდა და არც საკმარისი ცოდნა. ძალიან მინდოდა, რაღაცისთვის მიმეღწია. იცი, ცნობადობის გარდა, ამ პროფესიას კიდევ რა მოაქვს? ერთგვარi სიძლიერე. შენს სიტყვას ფასი აქვს, შენ თვითონ გაქვს ფასი.

ბებია ძალიან ძლიერი პიროვნება იყო, მამაც, ისევე როგორც ჩემი ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრები - ყველა ჩამოყალიბებული, ძლიერი პიროვნება იყო. მე კი, რაღაცნაირად, ყოველთვის მათ ჩრდილში ვიყავი, თითქოს დაკარგულიც. თითქოს ვხვდებოდი, რომ იმ დროს ვერავის ვედრებოდი. ისინი იმდენად ძლიერი ადამიანები იყვნენ, მე კი მთელი ცხოვრება ვიღაცის ჩრდილში ვექცეოდი. არადა, შინაგანად უდიდესი მოთხოვნილება მქონდა, რომ მეც შემექმნა რაღაც საკუთარი - რაღაც, რაც მხოლოდ ჩემი იქნებოდა.“