“ჩვენი მიწა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ადამიანებს ეხება და არა კილომეტრებს - დროებით ოკუპირებულ ტერიტოროებს არავინ აღიარებს რუსეთის ტერიტორიებად“ - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად არასდროს აღიარებს.
CNN-თან საუბარში უკრაინის პრეზიდენტმა მიანიშნა ფრონტის ამჟამინდელი ხაზების გაყინვის შესაძლებლობაზე, რათა „ცეცხლი შეწყდეს, შეჩერდეს მკვლელობები, მხარეები დასხდნენ და ისაუბრონ“. თუმცა, მან მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთისთვის იმ ტერიტორიების დათმობა, რომლებიც ამჟამად უკრაინის კონტროლქვეშაა, სრულიად მიუღებელია.
„ჩვენი მიწა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ადამიანებს ეხება და არა კილომეტრებს. ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ მიწის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი ქვეყნის დაცვისას. ამ ტერიტორიებს, რომლებიც დროებით არის ოკუპირებული, არავინ აღიარებს რუსეთის ტერიტორიებად და, ვფიქრობ, რუსეთს ეს ესმის. სამწუხაროა, თუ ვინმეს ეს არ ესმის, მაგრამ ეს უკვე მათი საქმეა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.