“დიტო ჩუბინიძეს ბრალი წაუყენეს - ის კატეგორიულად უარყოფს, რომ რამეში დამნაშავეა“ - ადვოკატი - კვირის პალიტრა

“დიტო ჩუბინიძეს ბრალი წაუყენეს - ის კატეგორიულად უარყოფს, რომ რამეში დამნაშავეა“ - ადვოკატი

საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე ბრალს არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა, ნონა ფილაურმა განუცხადა.

ჟურნალისტს ბრალდება ოფიციალურად გუშინ, დროებითი მოთავსების იზოლატორში წაუყენეს.

„ღალატისა და საბოტაჟის მუხლით წაუყენეს ბრალი, რა თქმა უნდა, ბრალს არ ვეთანხმებით, დიტო ჩუბინიძე კატეგორიულად უარყოფს, რომ ის რამეში დამნაშავეა, ის მოქმედებდა, როგორც ჟურნალისტი და იღებდა ინფორმაციას, რასაც აშუქებდა. მისი პოზიცია ასეთია, ის მზად არის ბრძოლისათვის“, - აცხადებს ფილაური.

კითხვაზე, თუ რას უკავშირებს დიტო ჩუბინიძე დაკავებას, ან ხომ არ უკავშირებს ის აღნიშნულს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილში მის ხსენებას, ადვოკატი უარყოფით პასუხს სცემს.

განაგრძეთ კითხვა