“ხვი­ჩას უფალ­მა არ­გუ­ნა ის ბედი, რა­საც გა­დის, წარ­მა­ტე­ბაც და გან­საც­დე­ლიც...“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს - კვირის პალიტრა

“ხვი­ჩას უფალ­მა არ­გუ­ნა ის ბედი, რა­საც გა­დის, წარ­მა­ტე­ბაც და გან­საც­დე­ლიც...“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს

ფეხ­ბურ­თის ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვის, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა, მაკა ლუ­კა­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მად­ლო­ბას უხ­დის რთულ მო­მენ­ტში მისი შვი­ლის გვერ­დით დგო­მის­თვის.

"ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა ხვი­ჩას სიყ­ვა­რუ­ლის­თვის და გამ­ხნე­ვე­ბის­თვის.

ხვი­ჩას უფალ­მა არ­გუ­ნა ის ბედი, რა­საც გა­დის, წარ­მა­ტე­ბაც და გან­საც­დე­ლიც, უფ­ლის წყა­ლო­ბით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა!ის უფალს უყ­ვარს და უფრო ძლი­ერს და­უბ­რუ­ნებს თა­ვის ქვე­ყა­ნას და გულ­შე­მატ­კივ­რებს!

ისევ ისე გა­გა­ხა­რებთ რო­გორც აქამ­დე! მად­ლო­ბა!!! ამა­ყი ვარ შენი სიძ­ლი­ე­რით დედი", - წერს მაკა ლუ­კა­ვა.

ცნო­ბის­თვის, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე, ბარ­სე­ლო­ნას­თან მატ­ჩის დროს მძი­მე ტრავ­მა მი­ი­ღო და რამ­დე­ნი­მე თვე მო­ე­დანს ვერ და­უბ­რუნ­დე­ბა. "კვა­რას" ქო­მა­გე­ბი და მთე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­რო ამ­ხნე­ვებს. გა­მამ­ხნე­ვე­ლი და მხარ­და­სა­ჭეი კო­მენ­ტა­რი მას ლე­გენ­და­რულ­მა კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ­მაც და­უ­წე­რა.