სტუდენტები ალექსანდრ ვუჩიჩის წინააღმდეგ - ბელგრადში მასშტაბური საპროტესტო აქცია გამოართა, რომელშიც 150 000 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა - კვირის პალიტრა

სტუდენტები ალექსანდრ ვუჩიჩის წინააღმდეგ - ბელგრადში მასშტაბური საპროტესტო აქცია გამოართა, რომელშიც 150 000 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის ცენტრში, სერბეთის ოპოზიციური სტუდენტური მოძრაობის - „სტუდენტური სიის” - 150 000-მდე მხარდამჭერი შეიკრიბა.

„სტუდენტურ სიას”, მოძრაობას, რომელსაც კონკრეტული ლიდერი არ ჰყავს და სტუდენტების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს აერთიანებს, სურს, კვირას დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდრ ვუჩიჩის პარტია, „სერბეთის პროგრესული პარტია” დაამარცხოს და მისი 14-წლიანი მმართველობა დაასრულოს.

სტუდენტებმა და მათმა მხარდამჭერებმა ბელგრადის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. მათ ხელში ეჭირათ დროშები, წარწერით: „სტუდენტები იმარჯვებენ”. დემონსტრანტები საბოლოოდ სლავიას მოედანზე შეიკრიბნენ - ადგილზე, სადაც მათი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართებოდა.

250-ადგილიანი პარლამენტის არჩევნებში მონაწილე „სტუდენტური სიის“ 250 კანდიდატიდან ბევრი აკადემიური წრეებიდანაა. მოძრაობას ფართო პროგრამა აქვს, თუმცა მისი მთავარი დაპირება კორუფციასთან ბრძოლაა.

ვუჩიჩმა სტუდენტური მოძრაობა არაერთხელ დაადანაშაულა იმაში, რომ ის უცხოური დაფინანსებით გადატრიალების მცდელობას ახორციელებს.

„არასდროს დავივიწყოთ, როგორ ცდილობდნენ ისინი ჩვენი სახელმწიფოს დამხობას. მოდით, მუდამ დავიცვათ იგი. წავიდეთ და დავამარცხოთ ისინი! დავამარცხოთ გადამწყვეტად!“ - აღნიშნა ვუჩიჩმა გუშინ, ამომრჩეველთან შეხვედრის დროს.

განაგრძეთ კითხვა