“ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ „ოპოზიციის დღეები დათვლილია“, არის ზეწოლა, მან სასამართლოს პირდაპირ მისცა დავალება, რა გადაწყვეტილებას ელის“ - სოფიო ხორგუანი - კვირის პალიტრა

“ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ „ოპოზიციის დღეები დათვლილია“, არის ზეწოლა, მან სასამართლოს პირდაპირ მისცა დავალება, რა გადაწყვეტილებას ელის“ - სოფიო ხორგუანი

პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ მისცა დავალება საკონსტიტუციო სასამართლოს, რა გადაწყვეტილებას ელის. მან თქვა პირდაპირ, რომ ხალხს სჭირდება სხვა ტიპის ოპოზიცია. ვინ ეკითხება მას, ხალხს როგორი ოპოზიცია სჭირდება? ვინ მისცა მას უფლება გადაწყვიტოს, მოქალაქეს როგორი პოლიტიკური პარტიის არჩევა უნდა?! - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, სოფიო ხორგუანმა აღნიშნა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ოპოზიციის დღეები დათვლილია“.

როგორც ხორგუანმა განმარტა, მათთვის დღესაც გაუგებარია, რატომ არის პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელში „გახარია საქართველოსთვის“ შეყვანილი.

„ჩვენთვის როგორც თავშივე იყო გაუგებარი, ახლაც გაუგებარია, რატომ არის ჩვენი პარტია ამ სარჩელში. ამის გაგებას ვცდილობთ ორი დღეა - რატომ ვართ, რა სამართლებრივი საფუძვლებით ვართ ამ სარჩელში. ეს გაუგებარია ჩვენთვისაც და გაუგებარია ჩვენი მხარდამჭერებისთვისაც, გაუგებარია აბსოლუტურად ყველასთვის, ვისაც საღი აზრი გააჩნია ამ ქვეყანაში. აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, არანაირი არგუმენტი, დასაბუთება იმის, რომ „გახარია საქართველოსთვის“ ამ სარჩელში უნდა იყოს, ამ ორი დღის განმავლობაშიც არ მიგვიღია, როგორც მანამდე არ გვქონდა. ჩვენ გვაქვს უფლება ვიკითხოთ. მართლა ხომ მაქვს უფლება ვიცოდე, იქ ჩამოთვლილი კონკრეტული ფაქტიდან მე, სოფიო ხორგუანს რას მედავებიან? ჩვენ, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ რას ედავებიან კონკრეტულად არ ჩანს. ეს არის ფაქტი!

რაც შეეხება მოსამართლეებსა და მათ ქმედებას, ის, რომ არცერთი შუამდგომლობა, რომელიც დაყენებულია, არ არის გაზიარებული სასამართლოს მხრიდან, რა თქმა უნდა, გვაძლევს უფლებას, ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება.

განაგრძეთ კითხვა