“დიახ, ვაღიარებ ბრალს.“ - 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა - კვირის პალიტრა

“დიახ, ვაღიარებ ბრალს.“ - 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა. აღნიშნულის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულის ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ბრალდების მხარესთან კომუნიკაციით შედგა შეთანხმება, რომ ნანა სანდერმა საპროცესო გარიგებით დატოვოს საპატიმრო დაწესებულება. ადვოკატის თქმით, ნანა სანდერი აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებას.

“დიახ, ვაღიარებ ბრალს. ყველაფერში ვეთანხმები ჩემს ადვოკატს. თანახმა ვარ 1 წელსა და 1 თვეზე გამიფორმონ საპროცესო შეთანხმება”, - განაცხადა მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა სასამართლო პროცესზე.

საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მზაობას ადასტურებს ბრალდების მხარე, თუმცა, რა პირობებით გათავისუფლდება მსჯავრდებული, პროკურორის განმარტებით, ამისთვის შესაბამისი პროცედურის გავლაა საჭირო.

განაგრძეთ კითხვა