"ასე იწყება დემოკრატიული წყობის დემონტაჟი, გზა ავტორიტარიზმისკენ...“ - კვირის პალიტრა

"ასე იწყება დემოკრატიული წყობის დემონტაჟი, გზა ავტორიტარიზმისკენ...“

ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის შე­ზღუდ­ვა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბის თან­და­თა­ნო­ბით გა­უქ­მე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი, - ამის შე­სა­ხებ დმა­ნი­სი­სა და აგა­რაკ-ტა­ში­რის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ზე­ნონ ია­რა­ჯუ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, პარ­ტი­ე­ბის არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სარ­ჩე­ლის სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით წერს.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, "ასე იწყე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი წყო­ბის დე­მონ­ტა­ჟი, გზა ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის­კენ მი­დის და შე­უ­ზღუ­და­ვი ძა­ლა­უფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში დიქ­ტა­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბით შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს”.

"პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის ჩა­მო­შო­რე­ბა არ არის. ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის შე­ზღუდ­ვა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბის თან­და­თა­ნო­ბით გა­უქ­მე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი. რო­დე­საც მმარ­თვე­ლი ძალა თა­ვად წყვეტს, ვის აქვს პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა და ვის არა, იგი სა­კუ­თარ თავს სა­ხელ­მწი­ფოს­თან აი­გი­ვებს, მო­ქა­ლა­ქეს კი არ­თმევს თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბას. ასე იწყე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი წყო­ბის დე­მონ­ტა­ჟი, გზა ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის­კენ მი­დის და შე­უ­ზღუ­და­ვი ძა­ლა­უფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში დიქ­ტა­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბით შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში კა­ნო­ნი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის დაც­ვის ნაც­ვლად ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ია­რა­ღად იქ­ცე­ვა, შიში ცვლის თა­ვი­სუ­ფალ აზრს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თან­ხმო­ბა კი იძუ­ლე­ბით მორ­ჩი­ლე­ბას უთ­მობს ად­გილს. სა­ბო­ლო­ოდ, იზღუ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით ცვლი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სუს­ტდე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი და ირ­ღვე­ვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ნდო­ბა.

განაგრძეთ კითხვა