მართლა დატოვა თუ არა ციხე "კაწრომ"?! - პენიტენციური სამსახურის განცხადება
სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ პატიმარი ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო”, გუშინ გარეთ დაინახეს, კატეგორიულად უარყოფს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია და ის ციხეშია.
ცნობისთვის, ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებით, „ტყუილად ასეთ ჭორებს არ იგონებენ და რომ “კაწრო” სახლთან დაინახეს, რომელსაც სურათი გადაუღეს.
"ინტერპრესნიუსი"