მარიკა თხელიძე 20-წლიანი პაუზის შემდეგ შოუ-ბიზნესს უბრუნდება
მარიკა თხელიძე სოციალურ ქსელში სიახლეზე წერს. როგორც ირკვევა, 20 წლიანი პაუზის შემდეგ მომღერალი შოუ-ბიზნესს უბრუნდება და ახალ კლიპსაც იღებს:

“15 წლის ვიყავი, რომ გადავიღე მეორე კლიპი ქვეყანა აირია და რამდენიმე წლის შემდეგ პაუზა ავიღე შემოქმედებითად.. ამასობაში გავიდა 20 წელი..
განსაკუთრებულად ველოდი დღევანდელ დღეს… ჩემთვის განსაკუთრებული დღეა დღეს, რადგან აჭარაში, კერძოდ ჩემს განსაკუთრებულ და ლამაზ ბათუმში ვიღებ ახალ კლიპს ჩემს ახალ სიმღერაზე.. დიდი პაუზის შემდეგ ვაპირებ დიდი პრეზენტაციის გაკეთებას..იმედი მაქვს მოგეწონებათ და შეიყვარებთ ამ სიმღერასაც.. ამჯერად გაზრდილი, უფრო გამოცდილი და განსხვავებული მარიკა დაგიბრუნდებით“ - წერს მომღერალი.
