ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ალმათის ტურნირის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (128) სტეფანოს ციციპასი (39) 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა.
ნიკოლოზმა 7 ეისი შეასრულა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ბასილაშვილი ფინალში დანიილ მედვედევსა (5) და ალექსანდერ ბუბლიკს (29) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
მათი შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზეა ჩანიშნული.
ტურნირის ფინალი ხვალ, 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება.