ცრემლები და უკანასკნელი გამომშვიდობება: კახა კალაძე, კახი ცხადაძე, არველაძეები და სხვა ცნობილი ფეხბურთელები გიორგი ნემსაძის დაკრძალვაზე
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს“ ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე დღეს, 24 ოქტომბერს, დაკრძალეს. ვეტერან ფეხბურთელს სამების საკათედრო ტაძარში გამოემშვიდობნენ. ტაძრიდან მისი ცხედარი ტაშის ფონზე გამოასვენეს.
სამების ტაძარში გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ მიაცილებენ უკანასკნელ გზაზე გიორგი ნემსაძეს კოლეგები და ქართული ფეხბურთის წარმომადგენლები.

გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ესწრებოდნენ ალექსანდრე ჩივაძე, კახი ცხადაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ძმები არველაძეები, ზურა ხიზანიშვილი და სხვა ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები. იქ შეკრებილმა ადამიანებმა პატივი მიაგეს ფეხბურთელს, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს“ შემადგენლობაში მნიშვნელოვანი წლები აქვს გატარებული.

გიორგი ნემსაძე მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო პერიოდში ის საქართველოს 18-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები