მსაჯთა გადაწყვეტილებით - მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდა
აბუ-დაბიში, "ეტიჰად არენაზე", UFC 333-ის თანამთავარ, 5-რაუნდიან ბრძოლაში, სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მერაბ დვალიშვილი (21-6) პიოტრ იანთან (21-5) მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
პირველი რაუნდი ქართველი მებრძოლის სრული უპირატესობით წარიმართა. "მანქანამ" თავის სტილში იჩხუბა, მეტოქე პარტერში რამდენჯერმე გადაიყვანა, გარდა ამისა სახეში მძიმე დარტყმებიც მიაყენა.
მეორე რაუნდში დვალიშვილმა "თეიქდაუნების" მორიგი სერია შემოგვთავაზა და იანს კვლავ აჯობა.
მესამე რაუნდში მებრძოლებმა რამდენიმე დარტყმა გაცვალეს, რაუნდის დასრულებამდე 30 წამით ადრე იანმა დვალიშვილს ფეხით ღვიძლის არეში მძიმე დარტყმა მიაყენა, თუმცა მერაბმა რუსის შეტევები მოიგერია.
სამწუხაროდ, ბოლო ორ რაუნდში იანი მერაბზე უკეთესი იყო და ქართველმა სახეში მძიმე დარტყმებიც მიიღო, მსაჯებმა კი გამარჯვება მოქმედ ჩემპიონს მიაკუთვნეს.
მერაბის ანგარიშზე MMA-ს კარიერაში 21 გამარჯვება და 6 მარცხია, იანმა კი კარიერაში 21-ე ბრძოლა მოიგო. წყარო