სომხეთის ისტორიას ქართულ სკოლებში ისწავლიან - კვირის პალიტრა

სომხეთის ისტორიას ქართულ სკოლებში ისწავლიან

სომხეთის ისტორია ქართული სკოლების ერთ-ერთი დისციპლინა გახდება. ამის პირობა საქართველოს პრემიერმა სომხეთის სულიერ ლიდერს, კათოლიკოს გარეგინ II-ს მისცა. - იტყობინება "რადიო თავისუფლება" regnum.ru - სა  news.am -ზე დაყრდნობით.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ სომხეთის ეკლესიის წინამძღვარმა  ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას  კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი თხოვნა ქართული დიოცეზის მიერ სომხეთის ეკლესიისათვის რამდენიმე ისტორიულად სომხურ ეკლესიაზე კონტროლის გადაცემის შესახებ. პრემიერმა კი განაცხადა, რომ პირადად მიადევნებდა თვალს საქართველოში სომხური ეკლესიების შენახვა/მომარაგების საკითხს.

წყარო (ინგლისურად):