"რაც უფრო ახლოს ვიქნებით უფალთან, მით უფრო მეტ გამოწვევას გავუმკლავდებით" - მიხეილ ყაველაშვილი - კვირის პალიტრა

"რაც უფრო ახლოს ვიქნებით უფალთან, მით უფრო მეტ გამოწვევას გავუმკლავდებით" - მიხეილ ყაველაშვილი

დღეს არის ზეიმით აღსავსე ზემო აჭარა, სადაც ამდენი ადამიანი გახდა ნაწილი ჩვენი მართლმადიდებლური დედაეკლესიის, ნათლობა მიიღო. მართლა უდიდესი ზეიმია თითოეულ ჩვენთაგანში, ხარობს ჩვენი ერი და მთელი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, აჭარაში განაცხადა, სადაც სხალთის ეპარქიაში საყოველთაო ნათლობას დაესწრო.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ყოვლადსამღვდელო მეუფენო, პატივცემულო სასულიერო პირებო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარევ, ძვირფასო საზოგადოებავ, განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს ზემოაჭარლებს, ამ მართლაც უნიკალური და განსაკუთრებული კუთხის შვილებს, მცხოვრებლებს და მოგილოცოთ ეს შესანიშნავი დღე. დღეს არის ზეიმით აღსავსე ზემო აჭარა, სადაც ამდენი ადამიანი გახდა ნაწილი ჩვენი მართლმადიდებლური დედაეკლესიის, ნათლობა მიიღო და მართლა უდიდესი ზეიმია თითოეულ ჩვეთაგანში, ხარობს ჩვენი ერი და მთელი ქვეყანა. სიმბოლურია, რომ სწორედ ზემო აჭარაა განსაკუთრებული მხარე და კარიბჭე ქრისტიანობისა. სწორედ აქ იყო ანდრია პირველწოდებულისა და სიმონ კანანელის მიერ პირველად ქადაგება ქრისტიანული სარწმუნოებისა და სწორედ აქ მოხდა ზიარება ქართველი ხალხის მთავარი სარწმუნოებისა, ღირებულებებისა, რომელთაც დღემდე ასე ვუფრთხილდებით და ასე ვიცავთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს 1700 წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების. ჩვენ ეს აღვნიშნეთ მთელმა ერმა და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანისთვის.