ომის ნამ­დვი­ლი სახე, სი­ცო­ცხლის­თვის ბრძო­ლა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფასი - ნიუ-იორკში, რო­კ­ფე­ლე­რის ცენ­ტრში, მამუკა მამულაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა - კვირის პალიტრა

ომის ნამ­დვი­ლი სახე, სი­ცო­ცხლის­თვის ბრძო­ლა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფასი - ნიუ-იორკში, რო­კ­ფე­ლე­რის ცენ­ტრში, მამუკა მამულაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

ია­რა­ღი, ტილო და შუშა - სამი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მა­ტე­რია, რო­მელ­თა მიღ­მაც ერთი სა­ერ­თო სათ­ქმე­ლი დგას: ომის ნამ­დვი­ლი სახე, სი­ცო­ცხლის­თვის ბრძო­ლა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფასი. ნიუ-იორკში, რო­კ­ფე­ლე­რის ცენ­ტრში, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ და პრეს­ტი­ჟულ კულ­ტუ­რულ სივ­რცე­ში, "ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რის, მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლის ნა­ხა­ტე­ბის ორ­დღი­ა­ნი საქ­ველ­მოქ­მე­დო გა­მო­ფე­ნა-აუქ­ცი­ო­ნი გა­ი­მარ­თა. სა­ხელ­წო­დე­ბით "ომი სი­ცო­ცხლის­თვის“.

ნა­მუ­შევ­რებ­მა მნახ­ვე­ლებს ბრძო­ლის ვე­ლის ის მხა­რე და­ა­ნა­ხა, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო ქრო­ნი­კე­ბის მიღ­მა რჩე­ბა - ადა­მი­ა­ნუ­რი ტკი­ვი­ლი, სიმ­ტკი­ცე, და­ნა­კარ­გის სიმ­ძი­მე და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი სურ­ვი­ლი. ეს იყო არა მხო­ლოდ ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა, არა­მედ ომის უშუ­ა­ლო მოწ­მის მო­ნა­თხრო­ბი, რო­მელ­შიც ფე­რე­ბი სი­ტყვებს ენაც­ვლე­ბა, ტილო დო­კუ­მენ­ტად იქ­ცე­ვა, ხოლო ყო­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი გვახ­სე­ნებს, რომ ომის შუ­ა­გულ­შიც კი ადა­მი­ა­ნი სი­ცო­ცხლის, ღირ­სე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვას გა­ნაგ­რძობს.

გა­მო­ფე­ნა-აუქ­ცი­ონ­მა და ხე­ლოვ­ნე­ბის სიყ­ვა­რულ­მა გა­ა­ერ­თი­ა­ნა ისი­ნი, ვის­თვი­საც უკ­რა­ი­ნის ბრძო­ლა მხო­ლოდ "სხვი­სი ომი“ კი არ არის და კი­დევ ერთხელ წარ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ბო­რო­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას მრა­ვა­ლი ფორ­მა აქვს - ია­რა­ღი­თაც და ხე­ლოვ­ნე­ბი­თაც, ბრძო­ლის ველ­ზეც და მის მიღ­მაც. და­ბომ­ბი­ლი მუ­ზე­უ­მი­დან რო­კ­ფე­ლე­რის ცენ­ტრამ­დეგა­მო­ფე­ნილ ნა­მუ­შევ­რებს ტრა­გი­კუ­ლი და ამავდრო­უ­ლად, სიმ­ბო­ლუ­რი ის­ტო­რია აქვთ. ექ­სპო­ნა­ტე­ბის ნა­წი­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად დნიპ­როს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბო­და. უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უმ­ზე რუ­სე­თის მო­რი­გი სა­რა­კე­ტო და დრო­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი იე­რი­შის დროს ბა­ლის­ტი­კურ­მა ჭურ­ვებ­მა 50-ზე მეტი ნა­მუ­შე­ვა­რი და­ა­ზი­ა­ნა. გა­დარ­ჩე­ნი­ლი ნა­ხა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს არა მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი, არა­მედ ომის ცო­ცხა­ლი მოწ­მე­ე­ბიც არი­ან, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ამე­რი­კა­ში რო­კ­ფე­ლე­რის აუქ­ცი­ონ­ზე გა­მო­ი­ტა­ნეს.

mamulashvili7-49581-1793009813.jpg

მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლის ნა­ხა­ტებს უკვე აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო გე­ოგ­რა­ფია - ექ­სპო­ზი­ცი­ე­ბი მა­ნამ­დე მო­ე­წყო სლო­ვა­კეთ­სა და ნი­დერ­ლან­დებ­ში, ასე­ვე უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლეს რა­და­ში. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­მო­ფე­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტშიც იგეგ­მე­ბა.

განაგრძეთ კითხვა