"ნივთმტკიცებებად ამოღებულია სათამაშო იარაღები, რომლებიც წლების წინ არის შეძენილი" - რას აცხადებენ სკოლაში ძალადობის ორგანიზების საქმეზე დაკავებული მოსწავლის ადვოკატი და მამა
სკოლაში ძალადობის ორგანიზების საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართა. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ერთ-ერთ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
რა ედებათ ბრალად არასრუწლოვნებსგამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა 2026 წლის აპრილი-მაისის თვეში სოციალურ ქსელის მეშვეობით გაიცნეს ერთმანეთი და განიზრახეს სკოლაზე თავდასხმის, რბევისა და ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.
"კერძოდ, მათ შეარჩიეს თბილისში მდებარე კონკრეტული სკოლა, შეისწავლეს მისი შიდა განლაგება, გადაწყვიტეს რომ სკოლის წინ დაემონტაჟებინათ ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც საშუალებას მისცემდათ შეუმჩნევლად შეჭრილიყვნენ სკოლაში, დაერბიათ სკოლის შიდა ტერიტორია და იარაღის გამოყენებით სკოლაში მყოფი პირებისთვის მიეყენებინათ ჯანმრთელობის დაზიანებები.ამ მიზნით მათ შეიძინეს სხვადასხვა ნივთები და შექმნეს ყველა პირობა დანაშაულის ჩასადენად, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხეს, რადგან მათი ქმედება გამოვლენილ იქნა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადება, რასაც თან უნდა მოჰყოლოდა ძალადობა და რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.