ორ პირს, რომლებმაც დუშეთში მამაკაცი მეუღლის თანდასწრებით მოკლეს, უვადო პატიმრობა შეეფარდათ - კვირის პალიტრა

ორ პირს, რომლებმაც დუშეთში მამაკაცი მეუღლის თანდასწრებით მოკლეს, უვადო პატიმრობა შეეფარდათ

ფო­ტო­ზე: მოკ­ლუ­ლი 42 წლის მიშა ჩო­ხე­ლი

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ორ ბრალ­დე­ბულს უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, მე­უღ­ლის თან­დას­წრე­ბით, და­ზა­რა­ლე­ბულს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა."მცხე­თის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ორი ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, 2026 წლის 10 მარტს, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბა­გა­ში, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, მე­უღ­ლის თან­დას­წრე­ბით, და­ზა­რა­ლე­ბულს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ასე­ვე, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა საფრ­თხე შე­უქ­მნეს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყო­ფი გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას.

განაგრძეთ კითხვა