პროკურატურის გამომძიებლები დავით ფეიქრიშვილს „ვივამედში“ გამოკითხავენ - კვირის პალიტრა

პროკურატურის გამომძიებლები დავით ფეიქრიშვილს „ვივამედში“ გამოკითხავენ

პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმომადგენლები კლინიკა „ვივამედში“ კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებულ პატიმარს, დავით ფეიქრიშვილს გამოკითხავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფეიქრიშვილების დედამ, ნინო აბრამიშვილმა განუცხადა, მის შვილთან გამომძიებლები უახლოეს წუთებში შევლენ.

ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილის განცხადებით, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა - ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადა.

აღნიშნულს პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა, მოგვიანებით, მრავლობითი დაზიანებებით, დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოათავსეს, სადაც ის მკურნალობას დღემდე გადის.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა