რას წერს მიხეილ სააკაშვილი ლიზა იასკოს სარჩელზე და თავის ქალიშვილ ჟასმინზე ?!
"ლიზა იასკოს სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს საერთო ქალიშვილ ჟასმინს ეხება. დიდ პატივს ვცემ ლიზას, რომელიც უკრაინის სახალხო დეპუტატის რანგში მამაცურად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და უკიდურესად რთულ პირობებში, მუდმივი დაბომბვების ფონზე ზრდის ჩვენს მშვენიერ ქალიშვილ ჟასმინს", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს.
"მიუხედავად იმისა, რომ ჟასმინი ჩემი პოლიტიკური პატიმრობის შემდეგ დაიბადა, მე ის ძალიან მიყვარს და გულწრფელად ვზრუნავ მის კეთილდღეობაზე.
სამწუხაროდ, ამჟამად არ მაქვს შესაძლებლობა, ქალიშვილს პირადად შევხვდე. ამიტომ დედაჩემმა გიულიმ, რამდენჯერმე მოინახულა იგი კიევში და ევროპის სხვა ქალაქებში. მთელი ამ დროის განმავლობაში დედაჩემი ჟასმინს ყოველთვიურად ფინანსურად ეხმარებოდა და ამას დღემდე აგრძელებს.
გარდა ამისა, დედაჩემმა საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და 2022 წელს ჟასმინს კიევის ცენტრში ბინა აჩუქა.
რა თქმა უნდა, მე და ჩემი ოჯახი სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჟასმინზე და ყოველთვის ვიზრუნებთ მასზე.
იმედი მაქვს, მალე თავისუფალი ვიქნები, რათა ვიყო ჩემი ქალიშვილის გვერდით, ვაჩუქო მას მამის სიყვარული და მზრუნველობა" , - წერს სააკაშვილი.