ძვირადღირებული სამკაულების ქურდობის საქმეზე აშშ-ში ორ ქართველ მამაკაცს ბრაზლი წაუყენეს
პოლიციის ინფორმაციით, 40 წლის ლევან ალექსიძე და 47 წლის მამუკა ჩაგანავა კონექტიკუტის შტატის ქალაქ ფეარფილდის მდიდრულ უბანში სახლებს ძარცვავდნენ. სამართალდამცველების ვერსიით, ისინი მორიგი სახლის გაქურდვას გეგმავდნენ, როდესაც მათი ავტომობილი შეაჩერეს.
აშშ-ში, ბრუკლინში მცხოვრები ორი მამაკაცი კონექტიკუტის შტატის ქალაქ ფეარფილდში, სერიულად სახლების გაქურდვის საქმეზე დააკავეს. პოლიციის ცნობით, Greenfield Hill-ის უბანში, იმ სახლებიდან, სადაც მეპატრონეები შინ არ იმყოფებოდნენ, ძვირადღირებული სამკაულები იკარგებოდა.Daily Voice-ის ინფორმაციით, დაკავებულები არიან 40 წლის ლევან ალექსიძე და 47 წლის მამუკა ჩაგანავა.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა სანომრე ნიშნების ავტომატური ამომცნობი კამერების ჩანაწერები გამოიყენეს. კამერებმა ავტომობილი იმ ადგილიდან გასვლისას დააფიქსირა, სადაც ერთ-ერთი ქურდობა მოხდა. პოლიციის ცნობით, ამ ინფორმაციამ, სხვა მტკიცებულებებსა და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება შესაძლებელი გახადა.
პოლიცია აცხადებს, რომ მამაკაცები მორიგი სახლის გაქურდვას გეგმავდნენ დაკავების საღამოს ფეარფილდის დეტექტივები და ქალაქ ბრიჯპორტის ავტომობილების ქურდობასთან ბრძოლის სპეციალური ჯგუფი Greenfield Hill-ის უბანში შესაძლო ქურდობების აღკვეთაზე მუშაობდნენ.