"კარგი დედამთილი კი არა, დედა ვიქნები“ - დედამთილის ემოციური სიტყვა და ორი სკამი პატარძლის გარდაცვლილი მშობლების პატივსაცემად - კვირის პალიტრა

"კარგი დედამთილი კი არა, დედა ვიქნები“ - დედამთილის ემოციური სიტყვა და ორი სკამი პატარძლის გარდაცვლილი მშობლების პატივსაცემად

ძი­უ­დო­ის­ტმა ილია სუ­ლა­მა­ნი­ძემ და მო­ცუ­რა­ვე თაკო მეგ­რე­ლი­ძემ იქორ­წი­ნეს. წყვი­ლის ქორ­წი­ლის მხი­ა­რუ­ლე­ბას ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტე­ბიც ახ­ლდა - პა­ტარ­ძლის გარ­დაც­ვლი­ლი მშობ­ლე­ბის­თვის დარ­ბაზ­ში ორი სკა­მი გა­მოყ­ვეს, ილი­ას დე­დამ კი რძალს სა­ჯა­როდ აღუთ­ქვა, რომ მის­თვის მხო­ლოდ დე­დამ­თი­ლი არ იქ­ნე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ სი­უ­ჟე­ტი "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში გა­ვი­და.

snapinstato-867483936-18482077246119232-5530581711832664109-n-56543-1793102159.jpg

"ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბით ვარ, ბედ­ნი­ე­რი ვარ. ძა­ლი­ან დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლია, რომ თა­კოს არ ჰყავს მშობ­ლე­ბი. გა­ვუ­წევ დე­დო­ბას. ვიზ­რუ­ნებ იმა­ზე, რომ ვიყო კარ­გი დე­დამ­თი­ლი კი არა, დედა. ილი­ას ვუ­სურ­ვებ, გამ­რავ­ლე­ბუ­ლი­ყოს, პირ­ველ რიგ­ში, ჯან­მრთე­ლად ყო­ფი­ლი­ყოს და მშვი­დო­ბი­ა­ნად იყ­ვნენ, კარ­გად იყ­ვნენ“, - თქვა ილია სუ­ლა­მა­ნი­ძის დე­დამ.ილია სუ­ლა­მა­ნი­ძემ, რო­მე­ლიც სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბით არის ცნო­ბი­ლი, ქორ­წილ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც გა­მო­ავ­ლი­ნა - რო­ი­ალ­ზე და­უკ­რა, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად კი იცეკ­ვა. სპორ­ტსმენს გა­ბედ­ნი­ე­რე­ბა მი­უ­ლო­ცეს ოჯა­ხის წევ­რებ­მა, მე­გობ­რებ­მა და პე­და­გო­გებ­მა.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო