მიხეილ სააკაშვილი მისი და ლიზა იასკოს შვილის ფოტოს აქვეყნებს: რას წერს ექსპრეზიდენტი? - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი მისი და ლიზა იასკოს შვილის ფოტოს აქვეყნებს: რას წერს ექსპრეზიდენტი?

"ეს ჩემი ულა­მა­ზე­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ჟას­მი­ნია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა", - ამის შე­სა­ხებ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და მისი და ლიზა იას­კოს შვი­ლის, პა­ტა­რა ჟას­მი­ნის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

ფო­ტო­ზე ჟას­მი­ნი ბე­ბი­ას­თან, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას­თან ერ­თად არის აღ­ბეჭ­დი­ლი.

"ეს ჩემი ულა­მა­ზე­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ჟას­მი­ნია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა.

მას ხელს დე­და­ჩე­მი, გი­უ­ლის, უჭერს. ის რე­გი­ო­ნის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტის - The University of Georgia-ს - პრე­ზი­დენ­ტია.

jasmini-copy-57732-1793104133.jpg

რა თქმა უნდა, თა­ვად მე მსურ­და ჟას­მი­ნის ჩა­ხუ­ტე­ბა. მაგ­რამ უკვე ხუთ წელ­ზე მე­ტია, პრო­პუ­ტი­ნუ­რი დიქ­ტა­ტუ­რის სა­პყრო­ბი­ლე­ში, წა­მე­ბის სა­კან­ში ვიმ­ყო­ფე­ბი და მას­თან შეხ­ვედ­რა არ შე­მიძ­ლია. ამი­ტომ ჟას­მინს ჩემს ნაც­ვლად დე­და­ჩე­მი ნა­ხუ­ლობს და ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს.

მაგ­რამ ვე­რა­ნა­ი­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა ვერ ჩა­ა­ნაც­ვლებს მა­მის გვერ­დით ყოფ­ნა­სა და სით­ბოს. ამი­ტომ უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ ლიზა იას­კო­სი, რო­მე­ლიც ჩვენს ქა­ლიშ­ვილს უკი­დუ­რე­სად რთულ პი­რო­ბებ­ში ზრდის.ამას­თან, სა­შინ­ლად გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ იმ უკ­რა­ი­ნელ ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე (რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლას არ ეხე­ბა), რომ­ლებ­საც ერთხე­ლაც არ გა­მო­უ­ჩე­ნი­ათ ინ­ტე­რე­სი ჩემი მრა­ვალ­წლი­ა­ნი ტყვე­ო­ბის, მო­წამ­ვლის, წა­მე­ბი­სა და, ზო­გა­დად, ჩემი ბრძო­ლის მი­მართ, სა­მა­გი­ე­როდ კი უხე­შად ჩა­ე­რივ­ნენ ჩემს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ქა­ლიშ­ვილ­თან და ლი­ზას­თან.სი­ნამ­დვი­ლე­ში, საქ­მე გვაქვს იმა­ვე ტრა­გე­დი­ას­თან, რო­მე­ლიც მი­ლი­ო­ნო­ბით სხვა უკ­რა­ი­ნელს შე­ე­ხო - ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც ომმა და­ა­შო­რა ერ­თმა­ნეთს, მათ შო­რის ბევ­რს სამ­ხედ­რო ტყვე­ო­ბამ და ოკუ­პა­ცი­ამ. ამი­ტომ არ არის სა­ჭი­რო ამ ყვე­ლაფ­რის მე­ლოდ­რა­მად ქცე­ვა.

განაგრძეთ კითხვა