სემეკი გაზისა და წყლის ტარიფების ახლებურად დაანგარიშებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - " ეს სოციალური გარანტიების გაძლიერებასა და ენერგორესურსების ეფექტიან გამოყენებას ემსახურება" - კვირის პალიტრა

სემეკი გაზისა და წყლის ტარიფების ახლებურად დაანგარიშებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - " ეს სოციალური გარანტიების გაძლიერებასა და ენერგორესურსების ეფექტიან გამოყენებას ემსახურება"

სემეკის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც წყლისა და გაზის ტარიფების მოხმარების მიხედვით დადგენას ითვალისწინებს, სოციალური გარანტიების გაძლიერებასა და ენერგორესურსების ეფექტიან გამოყენებას ემსახურება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკში განუცხადეს, კანონპროექტის მიღების შედეგად, გაგრძელდება გარდამავალი რეგულაციის მოქმედება და კომისიას შეუნარჩუნდება უფლებამოსილება, წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე გადაანაწილოს განსხვავებული პროპორციით.

„მოცემული კანონპროექტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სოციალური გარანტიების გაძლიერება და ენერგორესურსების რაციონალური და ეფექტიანი მოხმარების ხელშეწყობა.

კანონპროექტი ემსახურება, ერთი მხრივ, მოქალაქეთა სოციალური ინტერესების დაცვას, ხოლო, მეორე მხრივ, ისეთი სამართლებრივი მექანიზმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგორესურსების პასუხისმგებლიან და ეფექტიან გამოყენებას.

კანონპროექტის მიღების შედეგად, გაგრძელდება გარდამავალი რეგულაციის მოქმედება და კომისიას შეუნარჩუნდება უფლებამოსილება წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე გადაანაწილოს განსხვავებული პროპორციით.

ასევე, კომისია უფლებამოსილი იქნება გარდამავალ პერიოდში დაადგინოს წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის განსხვავებული ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის მიხედვით.

მოსალოდნელია, რომ კანონპროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა სოციალური ინტერესების დაცვას და კომუნალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას“, - აღნიშნავენ სემეკში.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა