ტრაგედიად ქცეული ბედნიერება - ვინ არის 25 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში ძმის ქორწილში მოკლეს - კვირის პალიტრა

ტრაგედიად ქცეული ბედნიერება - ვინ არის 25 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში ძმის ქორწილში მოკლეს

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ძმის ქორწილში მოკლეს. მედიის ინფორმაციით, მოკლული 25 წლის ახალგაზრდა გურამ ბოიკოა. ის კახეთიდან არის.

კერძოდ, " მთავარი ამბები კახეთიდან " ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ის წუხელ თბილისში, "ლისი მერეში", ძმის ქორწილში იმყოფებოდა, სადაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

გამოცემის ცნობით, ბოიკო ინციდენტის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.